რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია არჩევნების შემდეგ შეჩერდა
გორში, ისტორიულ სამეფო ქუჩაზე სამუშაო პროცესი ზამთარში დაიწყება. მანამდე, სამშენებლო ტექნიკა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყვანეს. თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შპს ,,იბოლიას" ტექნიკა გაქრა.

ფოტო Qartli.ge-მ 5 დეკემბერს გადაიღო. ქუჩის დასაწყისი ამ მდგომარეობში თვეზე მეტია იმყოფება. შპს ,,იბოლიას" გენერალური დირექტორი დავით გოდერძიშვილმა გვირჩია, რომ სამშენებლო ობიექტზე დღეს გავიდეთ:

,,დღეს გადით და ნახეთ, უკვე მუშაობს ტექნიკა"" - გვითხრა დასმული კითხვით განაწყენებულმა ,,იბოლიას" დირექტორმა. კომპანია გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის დაფუძნებულია.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ გაჩერდა სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია არჩევნების შემდეგ, გენდირექტორმა ასე აგვიხსნა:

,,პროექტში ძალიან ბევრი ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. კერძოდ, ბუნებრივი აირის მილები, რომელიც მიწის ზედაპირზეა, უნდა მოექცეს მიწის ქვეშ. ასევე, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელიც უნდა მოექცეს მიწის ქვეშ. პროექტის ცვლილებას შეთანხმება სჭირდებოდა, რამაც გარკვეული დრო წაიღო. ეს ყველაფერი მოგვარდა და სამუშაოს შევუდექით", - ამბობს დავით გოდერძიშვილი.

იგი პასუხისმგებლობას იხსნის იმ პროექტზე, რომელიც მანამდე იყო შედგენილი და რომლის საფუძველზეც ტენდერი გამოცხადდა. დავით გოდერძიშვილის თქმით, პროექტის ცვლილება არ იწვევს ფასის ცვლილებას.

qartli.ge 24 ოქტომბერს წერდა, რომ სამუშაოები საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. ადგილზე სამშენებლო ტექნიკა უკვე გამოჩნდა. როგორც კი არჩევნები დამთავრდა, ტექნიკაც გაიყვანეს.

პროექტის მიხედვით, ოქტომბერში დაწყებული სამუშაოები 7 თვეზე იყო გათვლილი და მაისში უნდა დამთავრებულიყო. პროექტის მიხედვით, ქუჩის გარკვეულ ნაწილი ფილებით იქნება მოპირკითებული, დანარჩენი ნაწილი - ასფალტით.

ტენდერის საწყისი ღირებულება იყო 2 მლნ 053 186 ლარი, თუმცა იბოლიამ და მასთან ერთად მყოფმა ორმა კომპანიამ ("შპს "იბოლია" & შპს "ჯორჯიან სტოუნი" & შპს "ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი") 61 186 ლარით ნაკლები, 1 მლნ 992 000 ლარი შესთავაზა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამეფო ქუჩაზე ორფენიანი (7სმ+5 სმ, ჯამში 13 სმ) ასფალტბეტონი დაიგება 660 მეტრზე.

აღნიშნული გზის მოწესრიგების შესახებ პირობა ჯერ კიდევ 2018 წელს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დადო. იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა და მისი თქმით, თუ კი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა, სამეფო ქუჩა გაკეთდებოდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.