რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ადამიანის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
28 წლის გიორგი მენაბდიშვილს, რომელსაც 2 ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მიიღო.

მან პროკურორ ოთარ ხორგუაშვილს იმ საქმის მასალების გაცნობაც დაავალა, რასაც ბრალდებული პროცესზე ყვებოდა.

კერძოდ, გიორგი მენაბდიშვილის თქმით, მას ე.წ. ძველი ბიჭები და მაღალჩინონსის შვილი თავის მოჭრით და მოკვლით ემუქრებოდნენ. ასევე, აღნიშნა ისიც, რომ ისარაერთხელ ყოფილა კასპის პოლიციაში მისული დასახმარებლად, ასევე, ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში ჩავიდა, სადაც არც კი მოუსმინეს და არ მიიღეს.

,,მე უცოდველი არ ვარ, მაგრამ არც ისეთი ცოდვილი. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგებს, მტრედი გალიაში დიდხანს ვერ იცოცხლებს" - განაცხადა გიორგი მენაბდიშვილმა.

მენაბდიშვილი 16 იანვარს კასპში დააკავეს. მას ორი ადამიანის თავისუფლების აღკვეთაში ედება ბრალი. პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდიშვილი ორ პირს კონკრეტული ქმედების განხორციელებას აიძულებდა.

,,ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება, პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უვნებლად გათავისუფლდნენ, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.