ახალი ამბები
6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს
2015 წლის 20 იანვარს იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს შვილის საფლავზე. ამ ტრაგიკული მოვლენიდან დღეს 6 წელი გავიდა.

ასე გამოიყურება მამისა და შვილის საფლავი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, გამყოფ ხაზთან სიახლოვეს მდებარეობს. ძმისა და ძმისშვილის საფლავს თითქმის ყოველდღიურად ყარაფილაში მცხოვრები ჟუჟუნა ვაზაგაშვილი უვლის.


რა მოხდა 20 იანვარს ყარაფილაში?



ფოტოზე: ყარაფილას სასფლაოს ტერიტორია,
2015 წლის 20 იანვარი

2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს.

მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 8 თებერვალს აღნიშნულ ფაქტზე გია სოსანაშვილი დააკავა. მთავარი პროკურორის განცხადებით, გია სოსანაშვილი ბრალდებას არ აღიარებდა.


საპროტესტო აქციები



ფოტოზე: იური ვაზაგაშვილის დაკრძალავა, სოფელი ყარაფილა, 2015 წელი

შვილის საფლავზე მამის აფეთქების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები ფაქტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. ყარაფილაში აცხადებდნენ, რომ მკვლელობის ფაქტზე იმ საგუშაგოს თანამშრომლებიც იყვნენ დასაკითხნი, ვინც სოფლის შესასვლელსა და გასასვლელს აკონტროლებდნენ.



ფოტოზე: გორი, საპროტესტო აქცია, 2015 წლის 21 იანვარი

იური ვაზაგაშვილი იმ პოლიეიელბისა და შსს-ს მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვდა, რომელთა ბრძანებით მისი შვილი და შვილის მეგობრები 2006 წლის 2 მაისს თბილისში ჩაცხრილეს. ე.წ. სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი. მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ "ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია.

საფლავზე აფეთქებამდე, იური ვაზაგაშვილმა თბილისში, 2015 წლის 15 იანვარს ჩაატარა პრესკონფერენცია, რომლითაც მან მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. პრესკონფერენციაზე იური ვაზაგაშვილმა შს სამინისტრო და მისი მინისტრი ჭიკაიძე დაადანაშაულა იმ პოლიეცელების მფარველობაში, რომელთაც 2006 წლის 2 მაისს კორტების ე.წ. სპეცოპერაცია ჩაატარეს.


2015 წლის 20 იანვარს კი იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

2015 წლის 2 თებერვალს მთავარ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც განაცხადეს, რომ 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის დამგეგმავი და შემსრულებელი პოლიციელები დააკავეს. მთავარი პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ:

,,ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს. ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.'' - აღნიშნულია 2015 წლის 2 თებერვლის განცხადებაში.

რამდენიმე წლის შემდეგ კი, 2019 წელს, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვტილება გამოიტანა. ევროპულმა სასამართლომ, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა დაადგინა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის ბიუჯეტიდან 10 დღეში რუსეთიდან შემოტანილ პროდუქტში გადაიხდიან
26 690 ლარს.
გორის ბიუჯეტიდან 10 დღეში რუსეთიდან შემოტანილ პროდუქტში გადაიხდიან 26 690 ლარს.
19:16 / 27.02.2021
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო
სამუშაოები ცოტა ხნის დაასრულეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის დაასრულეს.
19:03 / 27.02.2021
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
18:05 / 27.02.2021
შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის
წარმომადგენლების მიმართ
შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ
17:01 / 27.02.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ლიახვის ხეობელები პანდემიის პირობებში
მათი სახლი უშველებელ დასახლებაში გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ, რომ არ ჰგავს დანარჩანებს.
100 წლის ასაკში გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იროდიონ ტაბატაძე
იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.