რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ხაშურის 14 სკოლის მოსწავლეთა მშობლები ითხოვენ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას
1-ელი თებერვლიდან საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, თუმცა ხაშურის 14 სკოლის მოსწავლეთა მშობლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დარჩენას ითხოვენ.

ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად გოგუაძის განცხადებით, მოთხოვნას მხარს მშობლების უმრავლესობა უჭერს

,,14 საჯარო სკოლაში კი მშობლების 60-დან 100% -მდე ითხოვს დისტანციური სწავლების გაგრძელებას, რასაც ვერ შევეწინააღმდეგებოდი და ვუშუამდგომლებ რა თქმა უნდა. გადაწყვეტილებას კი მინისტრი მიიღებს.'' - აღნიშნავს გოგუაძე.

დისტანციური სწავლების რეჟიმზე დარჩენის შუამდგომლობა გაგზავნილია შემდეგ სკოლებზე:

1. ქალაქ ხაშურის N1, N4, N6, N7, N8 და კერძო- საპატრიარქოს სკოლა პანსიონი;
2. სურამის N2 და N4 სკოლები;
3. სოფლების: ალის, ნაბახტევის, ცხრამუხის, ხცისის, ოსიაურის და ქემფრის სკოლებში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შეზღუდვების ნაწილი 2021 წლის 1-ელი თებერვლიდან იხსნება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ავარიული სკოლის შენობა 3 წელია
ხელუხლებელია. მოსწავლეები სწავლას ხცისის საჯარო სკოლაში
განაგრძობენ, ადგილობრივები კი პასუხს ელოდებიან.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ავარიული სკოლის შენობა 3 წელია ხელუხლებელია. მოსწავლეები სწავლას ხცისის საჯარო სკოლაში განაგრძობენ, ადგილობრივები კი პასუხს ელოდებიან.
20:22 / 11.09.2026
პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქმე ეხება
მის მიერ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთის ომის შესახებ,
რასაც უწყება საბოტაჟად მიიჩნევს.
პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქმე ეხება მის მიერ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთის ომის შესახებ, რასაც უწყება საბოტაჟად მიიჩნევს.
18:53 / 11.09.2026
ახალბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ნაკადების კონტროლისთვის 360
000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. 252 კამერის მონტაჟი ახალ
წლამდე უნდა დასრულდეს.
ახალბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ნაკადების კონტროლისთვის 360 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. 252 კამერის მონტაჟი ახალ წლამდე უნდა დასრულდეს.
18:33 / 11.09.2026
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ
დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან
გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
14:23 / 11.09.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო
რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების
სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
13:20 / 11.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.