ახალი ამბები
გორის 40-წევრიან საკრებულოში ნიკა მელიას დაკავება 9 დეპუტატმა გაამართლა
გორის საკრებულოს წევრების ნაწილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება გაამართლა. ამის შესახებ განცხადებები სოციალურ ქსელში ერთდროულად გამოაქვეყნეს. თავდაპირველად, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ, შემდეგ კი, დანარჩენმა წევრებმა გაავრცელეს.

გორის საკრებულო 40 წევრისგან შედგება, აქედან, 12 დეპუტატს ოფიციალურად ,,ქართული ოცნების" წევრია, 18 დეპუტატი ,,უპარტიოა", ხოლო ორი დეპუტატი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებში, ერთი დეპუტატი კი, - ევროპულ საქართველოს
რიგებში ირიცხება.

როგორც შეაფასეს მმართველი გუნდის წევრებმა მელიას დაკავება:

დავით რაზმაძე: (საკრებულოს თავმჯდომარე) - ,,დღეს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა საქართველოს! კანონის არ აღსრულება, მისი დაუმორჩილებლობა, სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს ანგრევს! ეს არ იყო არც დაშინება და არც ძალის გადამეტება! მე მიკვირს, სახალხო დამცველს თავისი ფუნქციები და ვალდებულებები რომ არა აქვს გათავისებული?! პირდაპირ პოლიტიკურ მხარედ მოგვევლინა ერთხელ კიდევ! საინტერესოა ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზოგიერთი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რატომ არ მოუწოდებდენ ნაციონალური მოძრაობის ოფისში,,გამაგრებულ'' ქვეყნის ავის მსურვებლებს, რომ კანონს დამორჩილებოდნენ?! მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და თვითოეულ პოლიციელს, რომ კანონის დაცვით აღასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა და ქვეყანას შეუნარჩუნეს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს სტატუსი!"

კობა ბერიანიძე: (თავმჯდომარის მოადგილე) - ,,სახელმწიფომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს წინააღმდეგ ვინც წავა ყველა აგებს პასუხს."

ლია ჩლაჩიძე: (,,ქართული ოცნება") - ასე იწყება დიქტატურაო - წერთ. მე არ მიხარია მელიას დაჭერა, მაგრამ მე არ მინდა ვიცხოვრო იმ სახელმწიფოში, სადაც კანონი იგნორირებულია. სადაც ხდება კანონდარღვევის დაცვა და წახალისება. კანონის აღსრულება დიქტატურაა? ოკუპაციის 100 წლისთავზეც კი ვერ ვისწავლეთ კანონის პატივისცემა...აღარ მინდა დესტაბილიზაცია...აღარ მინდა დაძაბულ რეჟიმში ცხოვრება.  მე არ მინდა დიქტატურა!"

ზურაბ ყაჯრიშვილი: (შინდისის თემის წარმომადგენელი) - ,,სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას წინააღმდეგ! მელიამ სახელმწიფოს, კონსტიტუციას მიაყენა შეურაცხყოფა. მელიას და მის ბელადს არ აინტერესებთ არც არჩევნები, არც მოლაპარაკებები, ისინი ცდილობენ ძალადობრივი ქმედებებით ქვეყანა ჩაიგდონ ხელში და გააგრძელონ ძალადობრივი მმართველობა. საკუთარი თავი თვითონ დაიჭირა!"

მერაბ მელანაშვილი: (ნიქოზის თემის წარმომადგენელი) - ,,კანონი ყველასთვის ერთია, პოლიტიკოსი იქნება თუ რიგითი მოქალაქე. სახელმწიფომ სწორი ნაბიჯი გადადგა ნიკა მელიას დაკავშირებით. მელია არის დამნაშავე, კანონის სრული დაცვით უნდა დაისაჯოს."

მიშა გოგინაშვილი: (ფრაქცია ,,ქართული ოცნების"" თავმჯდომარე) - ,,სახელმწიფომ სწორი ნაბიჯი გადადგა ნიკანდრო მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. რადიკალური ოპოზიცია რევოლუციით შეპყრობილი მელიას თამადობით ცდილობს შეარყიოს სახელმწიფოს საფუძვლები. დემონსტრაციულად, ცინიზმით შეტევა მიიტანოს, როგორც სასამართლოზე, ისე სამართალდამცავ სისტემაზე. სახელმწიფომ არ დაიცვას და არ აღასრულოს კანონი, არის ფუნდამუნტის მოშლა, რაც რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანია, რათა შემდეგ ძალისმიერი მეთოდით, როვოლუციით ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება."

თამარ მურალოვი: (,,ქართული ოცნება" ) - ,,Იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ღვარღვარება ფრაზებს რომ აფრქვევენ სამშობლოს სიყვარულზე, სადაც არ უნდა იყოთ და რომელი პოლიტიკური განწყობის მომხრეც არ უნდა იყოთ, ვერ ხედავთ რომ ქვეყნის დაქცევას, დესტაბილიზაციას უწყობთ ხელს?! Ამ შემთხვევაში თქვენ ყველაზე მეტად დამნაშავეები ხართ, დამნაშავეები ხართ, რადგან კანონის აღსრულებას უშლით ხელს, კანონი ყველასთვის ერთია განურჩევლად (აღარ ჩამოვთვლი) და თუ დაარღვიე, მე თქვენ გეკითხებით, ვალდებული ხარ თუ არა, როგორც ერთმა, ისე ყველამ, პასუხი აგოს კანონის წინაშე."

შოთა ვანიშვილი: (ატენის თემის წარმომადგენელი) - ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პირადად ვახტანგ გომელაურმა ნიკანორ მელიას აყვანის ოპერაცია წარმატებით განახორციელა. მსხვერპლი არ არის! დაშავებულები არ არიან! ნიკანორ მელია გადაყვანილია! შენობის შიგნით თუ შენობის გარე პერიმეტრზე მყოფმა ადამიანებმა გაიაზრეს, რომ ნიკანორ მელიას პასუხს სთხოვს კანონი და არავინ სხვა! სანამ მიხეილ სააკაშვილი სიზმრებს ნახულობს, როგორ ჩამოვიდა, როგორ ხვდებიან და ხელში ატატებულს როგორ დაატარებენ თბილისის ქუჩებში ... ყოველგვარი მატერიალური და ადამიანური დანაკარგის გარეშე აღსრულდა კანონის მოთხოვნა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ხელწერა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მელიაც, გვარამიაც ...""

მამუკა ფანიაშვილი: მიუხედავად იმისა რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაგეგმილი იყო პროვოკაცია, რომლის მიზანიც იყო დაპირისპირება და მეტი დაძაბულობის შექმნა, რასაც მოწმობს კიდეც "ალამუთის ციხის" ბარიკადები. შსს-მ ოპერაცია ჩაატარა ყველანაირი სტანდარტის დაცვით და არ დაზარალებულა არცერთი მოქალაქე. რაც შეეხება ნიკანორ მეილას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია! "არ გადავიხდი, ვერ დამიჭერენ" არ შეიძლება სახელმწიფოსთან თამაში!"



დღეს დილით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ის პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა. ნიკა მელია მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი იქ მყოფი ადამიანებისგან თითქმის დაცალეს. დარჩენილი იყო ერთი ოთახი, სადაც ნიკა მელია, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, რამდენი ათეული მხარდამჭერი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

მელიას დაკავების ფაქტს აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა:

,,ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.'' - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა.

,,სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.'' - წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მამაკაცი მრავლობითი ტრამვებით საავადმყოფოში მოათავსეს.
მამაკაცი მრავლობითი ტრამვებით საავადმყოფოში მოათავსეს.
00:37 / 07.03.2021
შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებზე შეხვდებით ქვებს,
რომლებიც ადამიანურ ტრაგედიებს
შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებზე შეხვდებით ქვებს, რომლებიც ადამიანურ ტრაგედიებს
21:02 / 06.03.2021
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98
ფაქტი გამოვლინდა
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლინდა
12:05 / 06.03.2021
ვიდეორეპორტაჟი
გივი იაზბარიანმა არაერთი წარმატებული სპორტსმენი, საქართველოს ჩემპიონები და ტურნირების გამარჯვებულები აღზარდა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფანრიანი ნოკია - ერთადერთი საშუალება განათლების მისაღებად
"პანდემიის პერიოდში დრო თამაშით გაგვყავდა და საქმესაც ვაკეთებდით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.