რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
კოტე ანანიაშვილის ფოტოს გაზიარების გამო გორის პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გორში პოლიციის თანამშრომელი გიორგი ნასყიდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი გახდა იმ ფოტოს გაზიარება, რომელიც კოტე ანანიაშვილის დაჯილდოებას ასახავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოტე ანანიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააჯილდოვა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო იმავე დღეს გამოქვეყნდა. ამ დროს ანანიაშვილი აღარ იყო შიდა ქართლის პოლიციის უფროსი და აღარ პრემიერ-მინისტრის აპარატში მუშაობდა, სადაც რეგიონებთან კოორდინაცია ევალებოდა:

,,შემხვდა ამჟამინდელი პოლიციის უფროსი და მითხრა, სამსახურიდან უნდა წახვიდეო. რა ხდება-მეთქი. შედი ფეისბუქზე და ნახე, რაც ხდებაო. მე ეს ფოტო იმიტომ გავაზიარე, რომ კოტე ანანიაშვილი იყო ჩვენი უფროსი და კარგის მეტი არაფერი მახსოვს. ჩათვალეს, რომ მე გახარიას გუნდის წევრი ვიყავი.'' - ამბობს გიორგი ნასყიდაშვილი.

ნასყიდაშვილი ჯერ გორის შს სამმართველოს მერეთის განყოფილების უფროსობიდან, შემდეგ კი, - საერთოდ საპოლიციო რიგებიდან გაუშვეს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების წყალობით, საქართველოსათვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის ღირსების ორდენით 10 ადამიანი დააჯილდოვა. მათ შორის, კოტე ანანიაშვილი.

ანანიაშვილი დღეს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი და პარტია ,,საქართველოსთვის'' ერთ-ერთი ლიდერია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გასულ წლებთან შედარებით ბენეფიციართა სია 210 ოჯახით გაიზარდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სასურსათო
პროდუქტებისგან შემდგარი ნობათი მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის 27
დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
გასულ წლებთან შედარებით ბენეფიციართა სია 210 ოჯახით გაიზარდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი ნობათი მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის 27 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
11:25 / 15.11.2026
„საბას“, „ლიტერასა“ და „საგურამოს“ პრემიების ლაურეატმა, ასევე
ვირჯინია ვულფის, სილვია პლათისა და შექსპირის მთარგმნელმა ბოლო
კრებული „ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს“ 2026 წლის შემოდგომაზე
გამოსცა.
„საბას“, „ლიტერასა“ და „საგურამოს“ პრემიების ლაურეატმა, ასევე ვირჯინია ვულფის, სილვია პლათისა და შექსპირის მთარგმნელმა ბოლო კრებული „ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს“ 2026 წლის შემოდგომაზე გამოსცა.
10:40 / 15.11.2026
მმართველი პარტია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი
სარჩელით 5 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“
აკრძალვას ითხოვს. განცხადება გორის რესურსცენტრის ყოფილმა
ხელმძღვანელმა და საკრებულოს ექსწევრმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში
გააკეთა.
მმართველი პარტია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით 5 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს. განცხადება გორის რესურსცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა და საკრებულოს ექსწევრმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში გააკეთა.
21:00 / 14.11.2026
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს ხუთივე ბრალდებულს 5-5
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად სამსახურებრივი
უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჟურნალისტურ საქმიანობაში
უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს ხუთივე ბრალდებულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ.
19:23 / 14.11.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ბრალდებულმა თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში
მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ თანხა წინასწარ
მიიღო, თუმცა პირობა არ შეასრულა. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ თანხა წინასწარ მიიღო, თუმცა პირობა არ შეასრულა. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14:05 / 14.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.