ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს საახალწლოდ 300 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს. გასულ წლებში დახმარებას 90 ოჯახი იღებდა, წელს კი ბენეფიციართა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.
სასაჩუქრე პაკეტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 59 490 ლარია გათვალისწინებული.
სასაჩუქრე პაკეტებში შემდეგი პროდუქტები იქნება:
-
ზეთი - 2 ცალი;
-
მარილი - 2 კგ;
-
შაქარი - 3 კგ;
-
მარგარინი - 1 ცალი;
-
შესქელებული რძე - 2 ცალი;
-
ჩაი - 1 შეკვრა;
-
ყავა - 1 ცალი;
-
ტომატი - 1 ცალი;
-
კარამელი - 1 კგ;
-
შოკოლადი - 1 კგ;
-
კვერცხი - 1 შეკვრა;
-
ორცხობილა - 1 ცალი;
-
მაიონეზი - 1 ცალი;
-
ბარდა - 1 ცალი;
-
ლიმონათი - 2 ცალი;
-
კაკაო - 2 ცალი;
-
ვანილი - 2 ცალი;
-
ქათამი - 2 ცალი;
-
ნაღების კარაქი (200 გ) - 1 ცალი;
-
თაფლი (300 გ) - 1 ცალი;
-
ნიგოზი (500 გ) - 1 ცალი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქტების მიწოდება მიმდინარე წლის 27 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.
აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით 210 ოჯახით, სამჯერ მეტად გაიზარდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები