რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ეს არ არის კონტაქტური სპორტი, ხედავ? როგორ არიან დაშორებულები ერთმანეთს? ამიტომ არის ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სპორტი დღეს’’ - გვეუბნება მალხაზ კუმელაშვილი, რომელსაც სოფელში ყველა მამა მალხაზით იცნობს და დღესაც ასე მიმართავენ.
ის სოფელში თითქმის წელიწადნახევრის წინ დაბრუნდა. მუშაობდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი სამუშაო შეწყდა. დაბრუნდა საქართველოში, თავის სოფელში, მას შემდეგ, თანასოფლელ ახალგაზრდებს ჩოგბურთს ასწავლის.
მალხაზ კუმელაშვილი (სასულიერო სახელი – მარკოზი)გორის ეპარქიაში მღვდელმსახურებას ეწეოდა. ქვეყანა 2000-იან წლებში დატოვა, ჯერ ამერიკაში წავიდა, შემდეგ – ევროპაში.
,,მე მომიწია ირლანდიის რესპუბლიკაში ცხოვრება, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე. გავერთიანდი იქაურ კლუბში და ამ ხანგრძლივი ვარჯიშით, თავდადებით, ირლანდიის ნაკრებში ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, სენიორებში, 45 წელს ზევით. ირლანდიის ნაკრებშიც მაქვს ჩატარებული რამდენიმე შეხვედრა. აი, იქიდან ჩამოვყალიბდი, როგორც მოყვარული ჩოგბურთელი და ვიღებდი ტურნირებში მონაწილეობას, ხან წარმატებულად, ხან წარუმატებლად, მაგრამ წარმატებაა ის, რომ ჩოგბურთს თამაშობ,ეს უკვე დიდი წარმატებაა.““ - ამბობს მალხაზ კუმელაშვილი.
რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ევროპაში თითქმის აღარ ჰქონდა სამუშაო და ახლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ცხოვრობს:
,,რომ ჩამოვედი სოფელში, ძალიან მინდოდა, რომ ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა ახალგაზრდებისთვის; სურვილი გამიჩნდა, რომ მესწავლებინა, რაც ვიცი, მე თვითონ მოყვარული ვარ. ჩოგბურთი ისეთი სპორტია, თუ დაიწყებ, ვეღარ დაანებებ თავს და სურვილი გიჩნდება, რომ სხვებსაც გაუზიარო. სამწუხაროდ, მე გვიან, 40 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში. სირთულეებით არის მოცული, მაგრამ ჩოგბურთი განსაკუთრებულად რთულია: ერთი საგანი გიჭირავს, მეორე სწორად უნდა დაახვედრო; სწორად უნდა მოიქნიო და ა.შ.ასე, რომ უფრო ხანგრძლივი შრომა და ვარჯიში სჭირდება ამას.“- გვეუბნება მწვრთნელი.
კლუბს, რომელიც სოფელ ქვახვრელში, გორის მუნიციპალიტეტში ჩამოაყალიბა - ,,STONEHOLE’’ ჰქვია, რაც სოფლის სახელწოდების პირდაპირი თარგმანია.
კლუბში 12 ქვახვრელელია გაწევრიანებული, ძირითადად, მოზარდები. ვარჯიშობენ ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა. მოზარდები და მწვრთნელი სოფლის მინი სტადიონზე იკრიბებიან:
,,ეს სტადიონი კორტებისთვის არ არის შექმნილი, მინდორი ძალიან რბილია და დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ ბურთს მიუსწრო; ითამაშო.არ არის სპეციალური მოედანი, მაგრამ სურვილი გვაქვს, რომ ოდესღაც გვექნება კორტები, ჩვენს სოფელს ექნება კორტები.““ - ამბობს მალხაზ კუმელაშვილი.
როგორც გავარკვიეთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 50 000 ლარი სოფელ ქვახვრელისთვის გამოიყო. ჩატარდა კრება და საჩოგბურთო მოედნის მოსაწყობად დაყენებულმა საკითხმა ხმათა უმრავლესობა მიიღო:
კრებაზე დააყენეს საკითხი. შეგროვდა ხელმოწერები და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს მერია. ამჯერად, ქვახვრელში მერიიდან ელოდებიან პასუხს იმის შესახებ, თუ როდის გამოცხადდება ტენდერი ჯერ საპროექტო ნახაზზე, შემდეგ კი, - უშუალოდ შესაბამისი ინფრასტუქტურის მოწყობა.
ქვახვრელელებმა გადაწყვიტეს, რომ საჩოგბურთო კორტი მოაწყონ სოფლის ცენტრში, ყოფილი საბავშვო ბაღის ეზოში. ყოფილ საბავშვო ბაღის შენობაში კი ამჟამად სოფლის წარმომადგენლობის ოფისია განთავსებული და რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს.
,,ეს ჩოგნები და ბურთები, ასევე, ბადე გვაჩუქა გორელმა, პროფესიონალმა ჩოგბურთელმა კობა ახალკაცმა, მან გაგვიწია სპონსორობა. ვარჯიშს დილის 7 საათზე ვიწყებთ. სანამ კარგი ამინდები იქნება, გავაგრძელებთ ვარჯიშს. ზამთარში უკვე შეუძლებელი იქნება. ამ სტადიონის მინდორი ჩოგბურთისთვის შესაფერისი არაა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.“ - ამბობს მწვრთნელი.
მართლაც, მინი სტადიონზე ჩოგბურთის თამაში ჭირს. ამ ეტაპზე მოზარდები ბურთის დარტყმასა და მისი ფლობის ხელოვნებას ეუფლებიან:
,,ძალიან რთულია ჩოგბურთის თამაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ სპორტზე რთულია“ ამბობს მალხაზ კუმელაშვილი.
ქვახვრელის მინი სტადიონზე ჩოგბურთელებს დილის 7 საათზე ვესტუმრეთ. ნიკა მირუაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც ძალიან სურს, რომ ამ სპორტს დაეუფლოს. როგორც მოყვარული ფიქრობს, რომ პანდემიის პერიოდში, სახლში გატარებულ დროს, დრო და დრო, აინაზღურებს:
,,სულ სახლში ვიყავი და ძირითადად დროს კომპიუტერთან ვიჯექი. აღარ მინდა დავბრუნდე ,,მანდ“. მინდა მოძრაობა და ფიზიკური ვარჯიში“ - ამბობს ნიკა და გვიმხელს, რომ ძირითადად ინგლისურენოვან თამაშებს და ფილმებს უყურებდა:
,,სულ ინგლისურ ენაზე ვუსმენდი თამაშებსაც და ფილმებსაც, ძალიან მივეჩვიე ინგლისურს ენას“ - ამბობს ნიკა.
ინგლისური ენის გავლენა ჩოგბურთის თამაშის დროსაც ჩანდა. მწვრთნელი და მოსწავლე ერთმანეთს ინგლისურად ესაუბრებოდნენ. საქართველოში ჩოგბურთის განვითარება დასაბამს იღებს XIX საუკუნის დამლევიდან, როცა ინგლისის ფირმა “Forward and Salinas”-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მკვიდრთ ახალი თამაში გააცნო. გამოჩენილი ჩოგბურთელისა და პედაგოგის, იან ჰომერის გადმოცემით, საჩოგბურთო სანახაობას აკაკი წერეთელიც დასწრებია ოჯახის წევრებთან ერთად. ჭიათურიდან ჩოგბურთი გავრცელდა ჯერ თბილისსა და ბათუმში, მოგვიანებით კი – სხვა ქალაქებშიც. 1910 წელს თბილისში დაფუძნდა ჩოგბურთის პირველი საზოგადოება, რომელმაც ორ წელიწადში საქმიანობა დროებით შეწყვიტა, 1916 წელს კი კვლავ განაახლა.
ჩოგბურთი სოფელში – პანდემიისას დაწყებული საქმე

ფოტოზე: მალხაზ კუმელაშვილი, მწვრთნელი

ამავე კატეგორიაში
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.
9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი კი მისი ოჯახის წევრებს
28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები იმართება.
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები