რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
როგორ გახდა ,,ქართული ოცნების'' კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებამდე ქველმოქმედი?
ხაშურის მერობის კანდიდატის, თამაზ ჩიტიაშვილის ბანერთან ერთად, მაჟორიტარი კანდიდატების მიერ გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

განსაკუთრებით, - ლევან გამრეკელის ფოტომ გამოიწვია, რომელიც არის რამდენიმე სოფლის კანდიდატი.

ესენია: ოსიაურის, ახალსოფლის, ნარუჯების, ხცისის, მიწობის, კრისხევის, წრომის, ახალშენის, იმერლიანთკარის, დიდი ყელეთის, პატარა ყელეთის, ხავლეთის, სარტყელას, დიდი ხალების, ღართას, ღვრიაწყალის, პატარა ხალებისა და ალექსანდრესწყაროს მაჟორიტარი კანდიდატი.

კანდიდატად დასახელებამდე ლევან გამრეკელმა რამდენიმე საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. კერძოდ, საკუთარი სახსრებით ოსიაურის სკოლის ეზოში ასფალტი დააგო. ხოლო სააღდგომოდ, ჭონაზე მისულ მოზარდებს 100-ლარიანები დაურიგა.

 

ვინ არის ლევან გამრეკელი?

2018 წელს ხაშურის სოფელ ალის ხიდზე მოაჯირები მოიპარეს. როგორც qartli.ge-მ გაარკვია, ხაშურის მერია ამ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა. ტენდერში გამარჯვებული იყო კომპანია ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ", რომელსაც ლევან გამრეკელი ხელმძღვანელობდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა მერმა გიორგი გურასპაშვილმა კომპანია ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ" შავ სიაში მოახვედრა იმის გამო, რომ არაჯეროვნად შეასულა სოფელ ალსა და ნაბახტევში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნული ხიდების სარეაბილიტაციოდ მეორე ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც კომპანია ,,თა თა"-მ გაიმარჯვა. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელი კი, ლევან გამრეკელის ძმა იყო:

ლევან გამრეკელი ამბობდა, რომ პირველი ტენდერის დროს ,,სუპერ ჯგუფის" შავ სიაში მოხვედრა ობიექტური მიზეზების გამო მოხდა და ხაშურის მერია სამართლიანად მოიქცა:

,,უბრალოდ, მოხდა ისე, რომ პირველი ტენდერის დროს, შემოსავლების სამსახურმა ჩვენს კომპანიას ყადაღა დაადო. შესაბამისად, ვეღარ მოვახერხეთ სამუშაოების დასრულება. ხაშურის მერია იძულებული გახდა კომპანია შავ სიაში მოეხვედრებინა და ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი, ჩემი ძმისაა" - ამბობს ლევან გამრეკელი.

პირველი ტენდერის დროს სამუშაოები 2018 წლის 21 მარტს უნდა დასრულებულიყო. მეორე ტენდერის სამუშაოები კი, 2018 წლის 30 ივნისს.

გარდა ალისა, ხაშურის მერიას ხიდებთან დაკავშირებით მორიგი პრობლემა შეექმნა, კონკრეტულად სოფელ ნაბახტევში.

კომპანია ,,თა თას" მიერ შემუშავებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ნაბახტევის მოსახლეობა ბოგირზე მოაჯირების გაკეთების წინააღმდეგია, რადგან მაღალი გამავლობის მანქანები ვეღარ გაივლიან. ასევე, მანამდე კომპანია ,,თათა" ხაშურის მერიას ატყობინებდა, რომ ნაბახტევის ბოგირთან გრუნტი მყარი არაა და შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პროექტიდან ამოღებულ იქნა ნაბახტევის ხიდიბოგირას მოაჯირეების მოწყობის სამუშაოები.

2020 წელს გამრეკელის კომპანიების საქმიანობა ,,ფლანგვის დეტექტორმა'' შეისწავლა.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ხაშურის საკრებულოს დეპუტატად გახდომის შემდეგ, ლევან გამრეკელის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 1,000,000 ლარი მიიღო. 

მაგალითად, დეპუტატის ცოლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის შავ სიაში შეყვანის შემდეგ, გამრეკელმა ახალი კომპანია მისი 19 წლის შვილის სახელზე დაარეგისტრირა.

"ხაშურის საკრებულოს დეპუტატი და ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გამრეკელი, 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებში მასთან დაკავშირებული სამი კომპანიით მონაწილეობდა და მთლიანობაში 3 მილიონამდე ლარის ტენდერებში არის გამარჯვებული. კომპანიების მიერ მოგებული 26 ტენდერიდან 10 შემთხვევაში შემსყიდველი ხაშურის მუნიციპალიტეტი იყო - ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 402,982 ლარია. ამასთან ერთად, ხაშურში მისი ოჯახის მფლობელობაშია 36,879 კვ.მ-ის ოდენობის მიწა, რომელთაგან ნაწილი ლევან გამრეკელის საკრებულოში მოხვედრის შემდეგ შეიძინა.

ლევან გამრეკელი 2017 წლიდან ხაშურის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატია.

2015 წლიდან მისი კომპანიები აქტიურად იმარჯვებენ სახელმწიფო ტენდერებში, სადაც ძირითადი შემსყიდველი ხაშურის მუნიციპალიტეტია. გამრეკელის სახელს სამი კომპანია უკავშირდება, საიდანაც ორი კომპანია ახლო წარსულში "შავ სიაშია" მოხვედრილი,"-ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.