რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის მერიიდან უმიზეზოდ გათავისუფლებულ მარტოხელა დედას ბინას უყიდიან

გორის მერიიდან უმიზეზოდ გათავისუფლებულ მარტოხელა დედას ბინას უყიდიან.

თეა კეჩხუაშვილი სამსახურს 2026 წლის 15 აგვისტოდან დაემშვიდობა. მანამდე არც საყვედური და არც გაფრთხილება ჰქონია. გათავისუფლების საფუძველი სპორტის განყოფილების გაუქმება გახდა. თუმცა, მის გარდა, განყოფილების ყველა სხვა თანამშრომელი დაასაქმეს.

თეა გათავისუფლების კანონიერებას სასამართლოში ასაჩივრებს და დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლების საკითხზე დავობს. სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნულიც არ არის. სანამ ის სამართალს ეძებს, ვეღარ შეძლო ერთადერთი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფილი სესხის სრულად დაფარვა. ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.

მარტოხელა დედა იძულებულია, საზოგადოებას დახმარება სთხოვოს...

თეა სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა რასაც დავწერ არის ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი, მაგრამ დადგა ის დრო, რომელსაც ძალიან ვწელავდი და ყველანაირად ვბრძოლობდი, რომ არ მოსულიყო...

ჩემი სამსახურის დაკარგვის და შემდგომ დამდგარი პრობლემების გამო, იმის გამო რომ სრულად ვერ ვახერხებდი ჩემი ქონებით (ერთადერთი საცხოვრებელი) უზრუნველყოფილი სესხის დაფარვას, ბანკმა აუქციონს გადასცა ჩემი ბინა და არის შანსი მე და ანა მარია გარეთ დავრჩეთ...

ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს, მე დავდებ ანგარიშის ნომერს და ვისაც რისი (1 ლ) საშუალება გაქვთ, ეგრევე დაბლოკილ ანგარიშზე ჩარიცხოთ, იქნება წაიღოს ბანკმა და გადავრჩეთ. კონსტანტინევ, ხომ მიაღწიე რაც გსურდა".

ანგარიშის ნომერი: #GE28TB7865445061100080

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს
5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

18:32 / 24.10.2026
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
17:52 / 24.10.2026
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე
გაუხანგრძლივეს.
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.
13:55 / 23.10.2026
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა.
ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან
ესტუმრებიან.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა. ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან ესტუმრებიან.
12:31 / 23.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.