ხაშურში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ჩამდინარე წყლების გადამამუშავებელი ნაგებობა აშენდება. პროექტის მიზანია დაბინძურებული წყლისგან მდინარე მტკვრის დაცვა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ხაშურში უკვე დასრულებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოები, რომელიც ასევე ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.
ამის შედეგად კი, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაბინძურებული წყალი (ფეკალური მასები, წყალარინების შედეგად მოგროვებული წყალი და ა.შ.) მდინარე მტკვარში ჩაედინება.
ბიოგადამამუშავებელი ნაგებობის მშენებლობის შესახებ კომპანიამ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში 2026 წლის 29 სექტემბერს გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა. ამჟამად პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ბიოგადამამუშავებელი ნაგებობა ოსიაურის ტერიტორიაზე აშენდება. გადამუშავებული მასა კი მდინარე მტკვრის შენაკადში, სურამულაში ჩაეშვება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები