რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
კონკურსი ყველაზე მედიაწიგნიერი 2021
მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს კონკურსს 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად!

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობა.

წლევანდელი გამარჯვებული ბლოგებისა და ვლოგების კონკურსის მეშვეობით გამოვლინდება.

თუ გინდა მოიპოვო 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ტიტული და ხარ 17-დან 25 წლამდე:

მოამზადე ბლოგი ან ვლოგი (ვიდეო ბლოგი) ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ თემაზე:

- როგორ გავარღვიო საინფორმაციო ბუშტი, ვიპოვო სანდო მედია და გადავამოწმო ინფორმაცია?

- ვინ დგას საზიანო ინფორმაციის უკან - ვინ ადგენს მედიის დღის წესრიგს?

- ჰიბრიდული ომი და უცხო ქვეყნის ინფორმაციული ოპერაციები;

- კრიტიკული აზროვნება ქართულ ან მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურაში.


კონკურსანტებს სპეციალური ჟიური შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს:
- თემის ცოდნა

- პრობლემის საილუსტრაციოდ მოყვანილი მაგალითების რელევანტურობა

- შემოქმედებითობა და ბლოგის შემთხვევაში წერის სტილი

კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 3 გამარჯვებულს გამოავლენს:

- საუკეთესო შეფასების მქონე მონაწილე 2021 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის ჯილდოს და "მითების დეტექტორის" რედაქციაში ერთთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის;

- მე-2 ადგილზე გასული კი - on.ge-ს რედაქციაში.

- მე-3 ადგილზე გასული საჩუქრად წიგნების ვაუჩერს მიიღებს.

კონკურსის ფარგლებში მიიღება:

– 2021 წელს გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ბლოგები

– 2021 წელს გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი ვლოგები

ფორმატები

ბლოგები

- უნდა გამოქვეყნდეს ავტორის ბლოგზე ან Facebook Note-ის სახით და ბმული გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტით. ასევე შესაძლებელია, ვორდის ფაილის სახით გამოგზავნა ელ. ფოსტით

ვლოგები

- ხანგრძლივობა 10-15 წუთი

- უნდა გამოქვეყნდეს ავტორის Facebook ვიდეოს, Instagram reel-ების ან TikTok-ის სერიების სახით და ბმული გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტით. ასევე შესაძლებელია, ვიდეოს mp4 ფორმატის ფაილის გამოგზავნა ელ. ფოსტით

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ოქტომბერი

MDF-ის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it წერილის საგანში მიუთითე "ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2021”.

კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში 24-31 ოქტომბრამდე მოხდება. დაჯილდოების ცერემონიალის გამართვა დამოკიდებულია კოვიდ ვითარებაზე და ინფორმაცია ღონისძიების გამართვის შესახებ გამარჯვებულებს დამატებით ეცნობებათ.

გამარჯვებულთა მასალები მედიის განვითარების ფონდის ვებ-გვერდებსა და სოციალურ პლატფორმებზე განთავსდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.