რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,, სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში გორიდან დაიწყო" - გორელი ისტორიკოსი
,,ამ ქალაქიდან დაიწყო სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში, რაც ერთხელ კიდევ მიგვანიშნებს გორის დიდ მნიშვნელობაზე მე-18 ს. პირველი მეოთხედის ქართლის სამეფოში" - წერს გორელი ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი თავის წიგნში ,,გორის ისტორია".

როგორც ისტორიკოსი ელდარ მამისთვალაშვილი წერს, სულხან-საბა ორბელიანი გორში დასახლდა ვახტანგ მეექვსის ოჯახთან ერთად. ჯერ კიდევ 1712 წელს ვახტანგ VI ირანს გაემგზავრა. ვახტანგმა დედოფალი და შვილები გორში დატოვა. ირანის ამალაში იყო სულხან-საბაც. იმავე წლის დასასრულს ვახტანგმა თავისი ბიძა და აღმზრდელი უკან დააბრუნა. სულხან-საბაც ვახტანგის ოჯახთან ერთად დაბრუნდა გორში.

ელდარ მამისთვალაშვილის ცნობით, სულხან-საბა გორში შეხვდა ფრანგ აბატ ჟან რიშარს, რომელიც ირანიდან იყო ჩამოსული. აბატმა ჟან რიშარმა საბას გადასცა მეფის წერილი. რიშარი ვახტანგ მეფეს ირანიდან იცნობდა, სადაც მისი მესაიდუმლე იყო.

ელდარ მამისთვალიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ წერილის შემდეგ, სულხან საბამ ევროპაში წასვლა გადაწყვიტა, რათა ქვეყნის გადარჩენის მიზნით ევროპაში მხარდამჭერები მოეძებნა.

ევროპაში სულხან-საბას მოგზაურობაზე ვრცლად წერს კიდევ ერთი მეცნიერი სულსან სალაძე:

,,მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ორბელიანი ქართლის სამეფოდან იყო, მას მარსელში, პარიზსა თუ რომში გამართულ შეხვედრებზე იღებდნენ, როგორც საქართველოს წარმომადგენელს და არა, როგორც ცალკე აღებული ქართლის სამეფოს დიპლომატს. საფრანგეთში სულხან-საბას დიპლომატიურ მისიას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა: ერთი, რომის პაპ კლიმენტი XI-ის და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის მხარდაჭერის მოპოვება ირანში, ფაქტობრივად, ტყვეობაში მყოფი ვახტანგ VI დასახსნელად; მეორე, კათოლიკობის გავრცელება-გაძლიერების საკითხის განხილვა და მისიონერული მხარდაჭერის მოპოვება და მესამე – საქართველოს გავლით, ირან-ინდოეთის მიმართულებით, საფრანგეთისთვის ახალი საინტერესო სავაჭრო გზის შეთავაზება.'' - წერს მეცნიერი სულხან სალაძე.



ევროპაში მოგზაურობისას სულხან-საბა ორბელიანს გვერდით მუდამ ორი ადამიანი ახლდა. ფრანგი მისიონერი ჟან რიშარი და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის წარმომადგენელი, ქართველი დავით ბერი, ვინც ფრანგულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც დავით მეგრელი ("David Mingrelien").

ევროპაში დიპლომატიური მისიით გამგზავრების წინ სულხან-საბა ორბელიანმა და ჟან რიშარმა ორმოცი დღე დასავლეთ საქართველოში დაჰყვეს, სადაც, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს გრიგოლთან იმყოფებოდნენ. სწორედ კათოლიკოს გრიგოლის წარმომადგენელი იყო დავით ბერი, ვინც ორბელიანსა და რიშართან ერთად 1713 წლის აგვისტოში ევროპაში გაემგზავრა.

ხანგრძლივი მოგზაურობის, არაერთი ქვეყნისა და ქალაქის გავლის შემდეგ, 1714 წლის იანვარში სულხან-საბა, ჟან რიშარი და დავით ბერი მარსელში ჩავიდნენ, იმავე წლის მარტში კი – პარიზში, სადაც საბამ სასტუმროში ცხოვრების ნაცვლად, მონასტერში ცხოვრება აირჩია.

ისტორიკოსების ცნობით, 1714 წლის აპრილ-მაისში საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სთან გამართული ორი შეხვედრის და საფრანგეთის სამეფო კარის წარმომადგენლებთან არაერთი საქმიანი საუბრის შემდეგ, იმავე წლის ივნისის შუა რიცხვებში, სულხან-საბა ორბელიანი მარსელიდან რომში გაემგზავრა.

მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ის რომში იმყოფებოდა, გრძელდებოდა მიმოწერა საფრანგეთის მეფის კართან. წერილების შინაარსი იგივე იყო: დახმარება ვახტანგ VI-ის ირანიდან დახსნის საქმეში, მისიონერების გაგზავნის საკითხის გადაწყვეტა და ახალი სავაჭრო გზის ამოქმედება. 

,,სამწუხაროდ, საფრანგეთის მეფის კარზე გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდებოდა, რასაც, ბიუროკრატიასთან ერთად, ისიც ემატებოდა, რომ, როგორც ჩანს, საფრანგეთში სულხან-საბას დიპლომატიური მისიით ყოფნის შესახებ იცოდნენ ირანშიც. მარსელსა და პარიზში მყოფი ირანის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის მათ ზურგს უკან არაფერი მომხდარიყო.'' - წერს სულხან სალაძე.

საფრანგეთის მეფის გარდაცვალებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის სამეფო კარის გეგმები შეიცვალა. მმართველობას ბევრი ის პირი ჩამოშორდა, ვინც საქართველო-საფრანგეთის თანამშრომლობის იდეას იზიარებდა და მხარს უჭერდა.

,,არავინ იცის, რომ არა ლუი XIV-ის გარდაცვალება, მომავალში როგორ განვითარდებოდა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები, მაგრამ საფრანგეთის მეფის სიკვდილი რომ ვახტანგ VI-ის და სულხან-საბას ყველა გეგმას თავდაყირა აყენებდა, ნათელი იყო. კონსტანტინოპოლიდან დაწყებული რთული და მტანჯველი გზის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ სულხან-საბას წინ არანაკლებ მძიმე დღეები ელოდა. და მაინც, სულ იმაზე მეფიქრება, როგორ განვითარდებოდა საქართველოს ევროპული მომავალი, 1715 წლის 1 სექტემბერს ლუი XIV რომ არ გარდაცვლილიყო.''- აღნიშნავს სულხან სალაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.