რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
პარლამენტში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე - "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ"
პარლამენტში მუშაობენ ახალ კანონპროექტზე - "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ", - ინფორმაციას თბილისის მერი, კახი კალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი განცხადებით, ახალი კანონი დაარეგულირებს შემდეგ საკითხებს:

ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება; ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები; ცოფისა და ცხოველთა გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები; ცხოველების მომშენებლებისა და სავაჭრო ობიექტების საქმიანობა. კანონპროექტით იქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები ეფექტურად გადაიჭრას.

,,მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება მხოლოდ ჰუმანური, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ეფექტური მეთოდით - სტერილიზაცია/კასტრაციის გზითაა შესაძლებელი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გასულ წელს სააგენტომ 6 000-მდე ცხოველი გაასტერილა, მაგრამ საჭიროა, ამ საკითხის ცენტრალიზებულად, კომპლექსური გადაწყვეტა. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ კანონპროექტმა სპეციალური ნებართვით დაარეგულიროს ცხოველის გამრავლება და მისი კომერციული მიზნით მოშენება.'' - აღნიშნავს კალაძე.

კალაძე განმარტავს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ცხოველთა აღრიცხვის ერთიანი ბაზა.

,,კანონპროექტი ითვალისწინებს, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, სადაც ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად განაახლებს მონაცემებს. აღნიშნული მექანიზმით, მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ეფექტური მართვა.'' - აცხადებს თბილისის მერი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ
დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან
გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
14:23 / 11.09.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო
რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების
სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
13:20 / 11.09.2026
გორის საკრებულოს სხდომაზე თეა კეჩხუაშვილმა დეპუტატებს მერისგან
ანგარიშის მოთხოვნისკენ მოუწოდა. სხდომის თავმჯდომარემ მას სიტყვა
შეაწყვეტინა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
გორის საკრებულოს სხდომაზე თეა კეჩხუაშვილმა დეპუტატებს მერისგან ანგარიშის მოთხოვნისკენ მოუწოდა. სხდომის თავმჯდომარემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
12:20 / 11.09.2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპში შპს „ლეწეს“ არარეგისტრირებული
საწარმო გამოავლინა. დარღვევების გამო კომპანია დაჯარიმდა და საწარმოო
პროცესი შეეჩერა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპში შპს „ლეწეს“ არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა. დარღვევების გამო კომპანია დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეეჩერა.
11:02 / 11.09.2026
სპორტის გაუქმებული განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა თეა
კეჩხუაშვილმა გორის მერიასთან საპროტესტო წარწერები დატოვა. ქალი
რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩა.
სპორტის გაუქმებული განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა თეა კეჩხუაშვილმა გორის მერიასთან საპროტესტო წარწერები დატოვა. ქალი რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე დარჩა.
22:00 / 10.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.