რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
როგორ აღმოჩნდა Tesla დეზერტირების ბაზარში?
დღეს დილით, 10:00 საათზე დეზერტირების ბაზარში გირლანდებით მორთული Tesla გამოჩნდა. მანქანა აგროპროდუქტებითაა დატვირთული და გამვლელები ფერმერისგან კიტრს, პომიდორს, სტაფილოს, წიწაკასა თუ სხვა პროდუქტებს პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან ყიდულობენ.

„წარმოებულია აგროსფეროსთან ერთად“ – ასეთი წარწერაა იქვე მდგარ ბანერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არასტანდარტული სანახაობის ინიციატორი „აგროსფეროა“, კომპანია, რომელიც ქართველ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ინოვაციური ტექნიკითა და მეურნეობისთვის საჭირო სხვა პროდუქტებით უზრუნველყოფს.



რატომ გამოჩნდა დეზერტირების ბაზარში Tesla?

იდეა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონს“ ეკუთვნის – მან გადაწყვიტა, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი დეზერტირების ბაზარი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და Tesla-ს ავტომობილი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. გზავნილი კი ასეთია – თანამედროვე ფერმერობა დღეს ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია და სოფლის მეურნეობაში არც Tesla-ს მსგავსი ინოვაციური პროდუქტია გასაკვირი, როცა ზურგს „აგროსფერო“ გიმაგრებს.



მართლაც, „აგროსფერო“ უკვე 18 წელია რეგიონში პარტნიორ ფერმერებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში ეხმარება და საქართველოს განვითარებულ აგრარულ ქვეყნად ჩამოყალიბებას ემსახურება. ის ფერმერებს, მაქსიმალური შედეგის მისაღებად, არა მხოლოდ პროდუქციით უზრუნველყოფს, არამედ უწევს აგრო-კონსულტაციას, უზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას.

„სწორედ ჩვენი პარტნიორი ფერმერები ქმნიან ქვეყანაში ძირითად აგროპროდუქციას, რადგან იყენებენ მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებებს, მაღალტექნოლოგიურ მინერალურ სასუქებს, ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, სარწყავ სისტემებსა თუ დაავადებათა მონიტორინგის დანადგარებს,“ – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.



წარმოების ახალი მეთოდები ფერმერებს არა მხოლოდ შრომას უმსუბუქებს, არამედ გაცილებით დიდი რაოდენობის, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას აძლევს.

„ჩვენი მიზანია თანამედროვე ფერმერობის შესახებ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ, გავაცნოთ ჩვენი პარტნიორი ფერმერები და მოვუყვეთ მათი წარმატებული საქმიანობის შესახებ. იგეგმება საინტერესო პროექტები, რომლებიც ძალიან მალე გახდება საზოგადოდ ცნობილი“, – ამბობს აკაკი ტოროტაძე.



გამოდის, რომ Tesla-ს დეზერტირების ბაზარში გამოჩენა ხანგრძლივი კამპანიის მხოლოდ დასაწყისია და „აგროსფეროსგან“ უფრო მეტ საინტერესო აქტივობას უნდა ველოდოთ.

მანამდე კი, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, ეწვიოთ დეზერტირების ბაზარს და „აგროსფეროსთან“ ერთად წარმოებული პროდუქცია პირდაპირ Tesla-ს საბარგულიდან შეიძინოთ.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა,
სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით კორუფციული
ბრალდების აღიარება შესთავაზეს და ხვალ ვრცელ განცხადებას გააკეთებს.
პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით კორუფციული ბრალდების აღიარება შესთავაზეს და ხვალ ვრცელ განცხადებას გააკეთებს.
16:46 / 17.08.2026
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ და გორის რაიონის ყოფილ გამგებელ
სოსო მუმლაძეს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს მშენებლობასთან
დაკავშირებული თანხების სავარაუდო მითვისებისთვის.
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ და გორის რაიონის ყოფილ გამგებელ სოსო მუმლაძეს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების სავარაუდო მითვისებისთვის.
14:34 / 17.08.2026
ლომოურის ქუჩაზე სასმელ წყალში კანალიზაციის წყლის მოხვედრის შემდეგ,
რასაც ბავშვების მოწამვლა მოჰყვა, მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ
და რეაგირებას ითხოვენ.
ლომოურის ქუჩაზე სასმელ წყალში კანალიზაციის წყლის მოხვედრის შემდეგ, რასაც ბავშვების მოწამვლა მოჰყვა, მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ და რეაგირებას ითხოვენ.
14:02 / 17.08.2026
მარშრუტკის მძღოლმა თბილისი-სურამის
მიმართულებით მიმავალი მგზავრები, მათ შორის შშმ
ბავშვი და ხანდაზმული ქალი, ცუდი გზის
მიზეზით ხაშურში ჩამოსვა.
მარშრუტკის მძღოლმა თბილისი-სურამის მიმართულებით მიმავალი მგზავრები, მათ შორის შშმ ბავშვი და ხანდაზმული ქალი, ცუდი გზის მიზეზით ხაშურში ჩამოსვა.
12:41 / 17.08.2026
მერიტოკრატიული სისტემის დამყარების მიზნით მერმა კონსტანტინე
ბუზალაძემ მერიის შტატი 269-დან 223-მდე შეამცირა, გათავისუფლებულები
ერთთვიან კომპენსაციას მიიღებენ.
მერიტოკრატიული სისტემის დამყარების მიზნით მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ მერიის შტატი 269-დან 223-მდე შეამცირა, გათავისუფლებულები ერთთვიან კომპენსაციას მიიღებენ.
22:36 / 16.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.