რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
პეტიცია გორში - დაწესდეს სამგზავრო შეღავათები ხანდაზმულებისთვის
დაიწყო ხელმოწერების შეგროვება იმ მიზნით, რომ გორში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებისას ხანდაზმულებისთვის შეღავათი დაწესდეს.

პეტიციის ავტორია ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა''.

ხელმომწერთა მსურველებს შეუძლია აღნიშნულ ბმულზე შესვლა და პეტიციაზე ხელმოწერა:


სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2022 წლის ივნისის მონაცემებით გორის მუნიციპალიტეტში 23 943 ხანდაზმული ცხოვრობს,( უშუალოდ გორში 9357) რომელთა შორის 4648 სოციალურად დაუცველია. მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს პენსია და სახელმიფოს მიერ გაცემული სოციალური დახმარება წარმოადგენს, რომლის ოდენობაც თვეში 300 ლარს არ აღემატება. აღნიშნული თანხით კი შეუძლებელია უზრუნველყოფილ იყოს ხანდაზმულთა ღირსეული დაბერებისთვის აუცილებელი პირობები. მიღებული შემოსავლის განაწილება ხანდაზმულებს ყოველთვიურად უწევთ მედიკამენტებზე, საკვებზე და კომუნალურ გადასახადებზე, თუმცა თანხა არასაკმარისია, რის გამოც ხშირად სარგებლობენ საპენსიო სესხით რაც კიდევ უფრო ამძიმებს ხანდაზმულთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხანადზმულებს მათი ღირსეული სიბერისთვის ესაჭიროებათ ისეთ სივრცეებზე ხელმისაწვდომობა, სადაც თითოეული მათგანი საჭიროდ და რეალიზებულად იგრძნობს თავს. ამისათვის კი აუცილებელია ხანდაზმულთათვის სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების განვითარება .

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაახლოებით 70%-ს არ აქვს ხანდაზმულების საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამები და როგორც ასეთი, არსებული ადგილობრივი პროგრამები ლიმიტირებულია კომუნალური გადასახადების დაფარვითა და ერთჯერადი ფულადი დახმარებით, ძირითად შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის და 80+ ასაკის, 95+ ასაკის, 100 წელს მიღწეული ან უფრო მეტი ასაკის ხანდაზმული პირებისათვის.თუმცა ხანდაზმულთა საჭიროებები სრულად დანახული არ არის, პროგრამები კი არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს ხანდაზმულებისთვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას.

გორის მერია ბოლო რამდენიმე წელია ხელს უწყობს ხანდაზმულებისთვის სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ამ მიზნით დანერგილი ერთერთი სერვისია გორის მერიის თანადაფინანსებით არსებული ხანდაზმულთა დღის ცენტრი, რომელიც ქალთა ასოციაცია "თანხმობას" საინტეგრაციო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელსაც დღეისათვის 40 აქტიური ბენეფიციარი ჰყავს, მოლოდინის რეჟიმში კი კიდევ 20 ზე მეტი ბენეფიციარია. დღის განმავლობაში, ცენტრში ხანდაზმულ ადამიანებს შეუძლიათ ფსიქოლოგის, იურისტის, სოციალური მუშაკის და შემეცნებით -ინტელექტუალური სერვისებით უფასოდ სარგებლობა. დღის ცენტრის ბენეფიციარების უმეტესობა მარტოხელა ან მარტოდ მცხოვრები ადამიანია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია საზოგადოებასთან და რესოციალიზაცია. გორში არებობს ასევე უფასო სასადილო, რომელიც არაერთ ხანდაზმულს ემსახურება. თუმცა გორში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის დღეს მაინც არაერთი გამოწვევა არსებობს, რომელთა შორის არის ნაკლები ხელმისაწვდომობა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებაზე.

ქალთა ასოციაცია "თანხმობა'-ს მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ გვანახა, რომ ტრანპორტირების ხარჯი ტვირთად აწევთ გორში მცხოვრებ საპენსიო ასაკის ადამიანებს , ვინაიდან არ სარგებლობენ არანაირი შეღავათებით.ხანდაზმულები მსგავსად სხვა მაცხოვრებლებისა სატრანსპორტო გადაადგილებაში იხდიან 50 თეთრს. დღის მანძილზე, სხვადასხვა აუცილებლობისთვის გადაადგილებისას მინიმუმ 1 ლარის დახარჯვა უწევთ, რაც კვირაში სულ მცირე 7 ლარია. ხანდაზმული ადამიანებისთვის კი თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ მედიკამენტებისა და აუცილებელი საკვები პროდუქტების ყიდვა. შესაბამისად, როგორც თავად აღნიშნავენ, ხშირად უწევთ ეკონომიიის გაკეთება ტრანსპორტირებაზე და ფეხით გავლა საკამოდ დიდი მანძილის, ან უარის თქმა გადაადგილებაზე,რის გამოც ვერც უფასო სასადილომდე, და ვერც დღის ცენტრამე ვერ მოდიან მიუხედავად საჭიროებისა და დიდი სურვილისა.

გორში მცხოვრებ ხანდაზმულებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მერიამ დაინახოს გორში მცხოვრები ხანდაზმული ადამინები, როგორც მოწყვლადი ჯგუფი და დააწესოს მუნიციპალურ ტრანსპორტით გადააგილებაზე გარკვეული შეღავათები, როგორც ეს სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტშია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც 2023 წლისთვის გორის მერიის ბიუჯეტი იზრდება.

ქალთა ასოციაცია "თანხმობა"-ს მიაჩნია რომ , გორში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების უფლებების დასაცავად და მათთვის ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მერიის მხრიდან დაწესდეს სატრანსპორტო შეღავათები გორის მუნციიპალურ ტრანსპორტზე, გორში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა წვდომას იმ სერვისებზე, რომელიც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი
კი - ხაშურიდან.
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი კი - ხაშურიდან.
20:26 / 12.12.2024
თავდაცვის სამინისტრო 36 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, აქედან
28 ათასი ლარი

თავდაცვის სამინისტრო 36 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, აქედან 28 ათასი ლარი

17:50 / 12.12.2024
11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო
პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში

11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში

16:47 / 12.12.2024
"გ. ნათაძის სახ. სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის'' დასკვნა
14:56 / 12.12.2024
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

14:49 / 10.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.