რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა /R/
ის, რომ აგრომეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებაა და მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, დავის საგანს აღარ წარმოადგენს. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ქართველ ფერმერთა რიცხვიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და მათ თავიან მეურნეობაში ნერგავენ. ამ გზით კი, იმარტივებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზრდიან მოსავლის ოდენობასაც და საბოლოო პროდუქტის ხარისხსაც.

ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი „მეღვინეობა ხარებაა“. კომპანიის წარმოება უახლეს ევროპულ ტექნოლოგიებს ემყარება, რაც მეურნეობის სწრაფად განვითარებასა და ზრდას უზრუნველყოფს. დღეს ის 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისგან 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ქმნის.

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში „მეღვინეობა ხარებას“ წლებია პარტნიორობას „აგროსფერო“ უწევს. ის აცნობს ღვინის მწარმოებელს მოწინავე ტექნოლოგიებს, ეხმარება საჭირო ტექნიკის შერჩევა-შეძენაში, მიწოდებასა და პროდუქტის რესურსის სრულად ათვისებაში.

„მეღვინეობა ხარებასა“ და „აგროსფეროს“ თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, მეურნეობაში ვენახის კომბაინის დანერგვაა. სპეციალური დანადგარი ყურძნის მოსავლის აღების პროცესს ავტომატიზებულს ხდის, რაც ამცირებს მუშახელის საჭიროებას, მოსავლის აღების ხანგრძლივობას და, მეტიც, ეხმარება ყურძნის დაუზიანებლად მოკრეფასა და კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში. როგორც „მეღვინეობა ხარებას“ კახეთის რეგიონის მთავარი აგრონომი, ანზორ მღებრიშვილი ამბობს, ვენახის კომბაინმა მოსავლის აღების ხარჯები 8-9-ჯერ გააიაფა.



„მეღვინეობა ხარებამ“ „აგროსფეროს“ რეკომენდაციით არჩევანი PELLENC-ის ფრანგული წარმოების ვენახის კომბაინზე შეაჩერა. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის აგროტექნიკის მწარმოებელია და ინდუსტრიაში ლიდერი პოზიცია უკავია. რადგანაც მოლოდინებმა გაამართლა, წელს „მეღვინეობა ხარებამ“ PELLENC-ის კიდევ ერთი კომბაინი შეიძინა, რომელსაც დამატებით სელექციური ხაზი აქვს, რისი საშუალებითაც ყურძნის მარცვლები კლერტისგან, ტოტებისა და ფოთლებისგან 99.87%-ით იწმინდება და ნაყოფის კლერტსაცლელ დანადგარში დამუშავება საჭირო აღარაა. კომბაინის ეს ფუნქცია შესაძლებელს ხდის, ღვინის წარმოების პროცესი ყურძნის საწარმოში ტრანსპორტირებისთანავე დაიწყოს.

ვიდეოში დეტალურად გაიგებთ ვენახის კომბაინის უპირატესობებზე, მისგან მიღებულ სარგებელსა და თანამედროვე აგროტექნიკის დანერგვის მნიშვნელობაზე

გროსფერო“ „მეღვინეობა ხარებასთან“ პარტნიორობის მსგავს წარმატების მაგალითებს უკვე თითქმის ორი ათეული წელია ქმნის. ის აგრობიზნესში 2005 წლიდან მოღვაწეობს და მალევე გახდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორი საქართველოში. ამასთან ერთად, კომპანია პარტნიორ ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციას, ეხმარება თავიანთ მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასა და მათ ეფექტურად გამოყენებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მარიამი ახალგორის ქართული საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.
მარიამი ახალგორის ქართული საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.
13:53 / 03.10.2023
2021-2023 წლებში ის არგენტინაში ორი (მესამე და მეორე ლიგის)
გუნდების მთავარი მწვრთნელი იყო
2021-2023 წლებში ის არგენტინაში ორი (მესამე და მეორე ლიგის) გუნდების მთავარი მწვრთნელი იყო
13:14 / 03.10.2023
,,ოსური მაცნეს'' ცნობით, ბიზნესმენები თვლიან, რომ ადგილობრივმა
ხელისუფლებამ
,,ოსური მაცნეს'' ცნობით, ბიზნესმენები თვლიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ
23:08 / 02.10.2023
,,წვიმდა, მანქანა გავაჩერე, საწვიმარი მოვიცვი და ჩქარი ნაბიჯებით
გორის მე-11 ბაღის კიბეებზე ავედი,
,,წვიმდა, მანქანა გავაჩერე, საწვიმარი მოვიცვი და ჩქარი ნაბიჯებით გორის მე-11 ბაღის კიბეებზე ავედი,
21:36 / 02.10.2023
ვიდეორეპორტაჟი
"ჩემია!" კომედიური ჟანრისაა, თუმცა მოიცავს ომის თემას, რაც ჩემთვის
,,ერთ დღესაც მეუბნება, რომ დე, მოდი შევაგროვოთ ფული,
"ხელი ბავშვობიდანვე არ მქონდა, ასეთი დავიბადე. როგორც სხვა ბავშვები თამაშობდნენ,
,,თუ მარტო თქვენ ცხოვრობთ ამ სოფელში, მეზობელი როგორ გყავთ?" - ვკითხეთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.