რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ბაზისბანკის მხარდაჭერით „ფერმერის სახლმა“ დაფნის პლანტაცია გააშენა /R/
ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს აგრო მეწარმეების მხარდაჭერას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, „ფერმერის სახლმა“ ხობის რაიონ სოფელ პირველ ხორგაში, დაფნის პლანტაციები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 357,000 ლარია, საიდანაც ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერის მოცულობამ 107,000 ლარზე მეტი შეადგინა. კომპანიამ, ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსებით და USAID-ის პროგრამით.

პირველ ხორაგში დაფნის პლანტაცია ჯამურად 28 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, საიდანაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 7,200-მდე დაფნის ნერგი დაირგო. პლანტაციის გაშენება 2022-2023 წლებში განხორციელდა და, აქედან გამომდინარე, სრული მოსავლის მიღებას მეწარმე 2025 წლიდან ელოდება.

ბაზისბანკის მხარდაჭერით და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, „ფერმერის სახლი“ სამომავლოდ გეგმავს დაფნის პლანტაცია სრულად მოაწყოს თანამედროვე წვეთოვანი სისტემით. კომპანიას ასევე საკუთრებაში გააჩნია დაფნის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო, სადაც აქტიურად იღებს დაფნას სხვა ფერმერებისგან და შემდეგ ექსპორტზე, ძირითადად ჩინეთის ბაზარზე გააქვს.

„ყოველთვის მხარს ვუჭერთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს. მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკი „ფერმერის სახლის“ საიმედო ფინანსური პარტნიორია, რომელიც ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. მუდმივად მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრო სექტორის გაჯანსაღებას.“ - აღნიშნა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.