რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის #3 სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის საქმეზე პროცესი დაიწყო
გორის სასამართლოში დაიწყო პროცესები, რომელიც მესამე სკოლიდან სპორტის მასწავლებლის გათავისუფლების საკითხს ეხება.

სადავოა მესამე სკოლის ბრძანება და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება.

ყოფილი პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი ორივე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

საქმეს იხილავს მოსამართლე ქეთევან ბერეკაშვილი. გათავისუფლებულ პედაგოგის ინტერესებს იცავს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

მესამე სკოლის დირექტორის ინტერესებს იცავს ადვოკატი, რომელსაც ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვინ უხდის ფულს - სკოლა თუ პირადად დირექტორი.

დირექტორმა თავდაპირველად გვითხრა, რომ სახაზინო ადვოკატია და განათლების სამინისტო და რესურსცენტრისკენ გადაგვამისამართა, თუმცა რესურსცენტრის წარმომადგენელმა ვასიკო ჯოჯიშვილმა უარყო. შემდეგ სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ სკოლის, ანუ ბავშვებისთვის გათვალისწინებული ფული არ იხარჯება, თუმცა ამ ინფორმაციას გამოვითხოვთ სკოლიდან.

მესამე სკოლის დირექტორის ადვოკატმა მოითხოვა, რომ პროცესის ამსახველი ფოტო მედიამ არ გადაიღოს. მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს მანდატურის გადასაწყვეტია. მანდატურმა თქვა, რომ ჟურნალისტებს უფლება აქვთ გადაიღონ ფოტო, ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვა.

რა მოხდა პროცესზე?

თავდაპირველად მხარეებმა თავიანთი შუამდგომლობები წარადგინეს. თეა კეჩხუაშვილმა წარადგინა ორი ვიდეო მასალა, რომელიც განთავსებულია ,,ქართლის ამბების'' (ქარტლი.გე) საიტზე. რეპორტაჟებში ასახულია მესამე სკოლის ფრენბურთის გუნდისა და თეო კეჩხუაშვილის საგაკვეთილო პროცესი, ასევე, თუ როგორ იმარჯვებს თეო კეჩხუაშვილის გუნდი სხვადასხვა შეჯიბრებებში.

,,რომ იცოდეთ, ძალიან მიკერძოებული და სუბიექტურია ეს მედიასაშუალება.'' - განუცხადა მოსამართლეს მესამე სკოლის დირექტორმა პროცესის დასრულების შემდეგ.

სხდომაზე მტკიცებულებების სახით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა წარადგინა კიდევ ერთი სხვა სააგენტოს სტატია, სადაც სკოლის დირექტორი, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებამდე წინასწარ აჟღერებს, რომ თეო კეჩხუაშვილი, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გათავისუფლდება სამსახურიდან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლექსო მერებაშვილის თქმით, ამ სტატიით დასტურდება, რომ სკოლის დირექტორმა წინასწარ იცოდა პედაგოგის გათავისუფლების შესახებ, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება. მესამე სკოლის დირექტორის ვახტანგ სუხიტაშვილის ადვოკატის თქმით, ასეთი სტატია თუ ბუნებაში არსებობდა, მისთვის უცნობია: ,,ჯერ საერთოდ გასარკვევია, ნამდვილად მისცა თუ არა ინტერვიუ ამ სააგენტოს, მესამეც მე საერთოდ არ გამიგია ამ სააგენტოს შესახებ'' - განაცხადა მესამე სკოლის იურისტმა. ამ სტატიის შესახებ სკოლის დირექტორს ხმა არ ამოუღია.

მესამე სკოლის დირექტორის ადვოკატმა მოითხოვა თეა კეჩხუაშვილის შემოსასვლების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვა შემოსავლების სამსახურიდან, რომლითაც მომავალში სავარაუდოდ დადგინდება, თუ რა ზიანი მიადგა სკოლიდან თეა კეჩხუაშვილის გათავისუფლებას.

ასევე, მესამე სკოლის იურისტმა წარადგინა სკოლის დარბაზის ფოტო, რომლითაც, მისი აზრით, დასტურდება, რომ შესაძლებელია ამ დარბაზში ორ კლასს ჩაუტარდეს გაკვეთილები ერთდროულად.

მესამე სკოლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარგი იქნება ქვეყანაში არსებობდეს ისეთი სკოლები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სპორტის გაკვეთილების ისე ჩატარდება, რომერთდროულად ერთ დარბაზში არ მოხვდეს ორი ან მეტი კლასი. ამაზე თეა კეჩხუაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი სკოლა არსებობს გორში - ეს მეცხრე სკოლაა.

შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი დასრულდა. 12 ივნისს გაიმართება მთავარი სხდომა, სადაც მოწმეები დაიკითხებიან.

ცნობისათვის:

თეა კეჩხუაშვილი გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტის სხვა მასწავლებელს - დავით ახალბედაშვილს. კეჩხუაშვილი პროცესზე შეეცდება დაამტკიცოს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, მას ჩაუშალეს გაკვეთილი და სხვა მასწავლებლის მიმართ უნდა დაწყებულიყო დისციპლინური წარმოება.

უფცო ვრცლად

სამეურვეო საბჭოს ბავშვების არ სჯერა - გორის III სკოლაში

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პროკურორ ანა ცაგურიას ცნობით, გორში, დაახლოებით 01:00 საათზე,
პურის საცხობის შენობაში,

პროკურორ ანა ცაგურიას ცნობით, გორში, დაახლოებით 01:00 საათზე, პურის საცხობის შენობაში,

20:08 / 23.05.2024
,,ერგნეთი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი საოკუპაციო ხაზთან, სადაც
ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენს
,,ერგნეთი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი საოკუპაციო ხაზთან, სადაც ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენს
19:22 / 23.05.2024
მოსამზადებელ შეხვედრაზეც ვიყავით, დავგეგმეთ ყველაფერი,
აქტივობები, ლოჯისტიკა ა.შ. ვგეგმავდით, რომ

მოსამზადებელ შეხვედრაზეც ვიყავით, დავგეგმეთ ყველაფერი, აქტივობები, ლოჯისტიკა ა.შ. ვგეგმავდით, რომ

20:56 / 22.05.2024
მოცეკვავეები 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, მიიღებენ
მონაწილეობას ბაუსკას დღესასწაულზე - ,,ოქროს მუხის ქვეშ''.

მოცეკვავეები 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, მიიღებენ მონაწილეობას ბაუსკას დღესასწაულზე - ,,ოქროს მუხის ქვეშ''.

19:32 / 22.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.