რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
წარუმატებელი ტენდერებიდან გამგეობამ 54 ათასი ლარი მიიღო
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამგეობის მიერ ფინანსური რესურსების ხარჯვა განხორციელდა როგორც ტენდერების მეშვეობით, ასევე, გამარტივებული შესყიდვებით.

ერთ პირთან მოლაპარეკბის გზით დადებული ხელშეკრულების რაოდენობა 2015 წლის განმავლობაში 172 ერთეულს შეადგენს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ 1 მლნ 300 000 ლარს მიაღწია.

რაც შეეხება ტენდერებს, გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს 173 ტენდერი გამოცხადდა, საიდანაც პრეტენდენტთა გამოუცხადებლობის გამო, 49 ტენდერი არ შედგა.

უფრო კონკრეტულად, გამოცხადებული 173 ტენდერიდან ხელშეკრულება 113 ტენდერზე დაიდო. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მომსახურება ჯამური ღირებულებით 6 მლნ 190 000 ლარი იყო.

მათგან 4 ტენდერი შეწყდა, ხოლო უარყოფითი შედეგით 7 ტენდერი დასრულდა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ანგარიშის სახით წარუდგინა. ამის გაკეთება თვითმმართველობის ხელმძღვანელებს წლის დასაწყისში (პირველი სამი თვე) საკრებულოს წარმომადგენლობით ორგანოების წინაშე ევალებათ.

გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის რევაზ გოგიაშვილის ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და ,,მუნიციპალური ქონების სარგებლობის შესახებ" ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გამო, 19 ხელშეკრულების მონაწილეს წერილობითი მოთხოვნა გაეგზავნა.

მათგან გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 2015 წლის განმავლობაში სანქციების, ჯარიმებისა და პირგასამტეხელოების სახით 54 ათასი ლარი მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.