რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ალან გაგლოევი მოუწოდებს თანამოქალაქეებს, რომ მხარი არ დაუჭირონ პრიგოჟინს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოუწოდა
თანამოქალაქეებს, რომლებიც ვაგნერის რაზმის შემადგენლობაში
არიან, არ დაუჭირონ მხარი უკანონო ქმედებებს, იუწყება
დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური.
„უკრაინაში და მის გარშემო სპეცოპერაციის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის ვლადიმერ ვლადიმერის ძის ქმედებებს, რათა ჩაახშოს „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყება“, - ნათქვამია ალან გაგლოევის განცხადებაში.
სააგენტო ,,რესის'' მიერ გავრცელებულ ტექსტში ხაზგასმულია, რომ რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ საათში ყველა უნდა დარჩეს ერთიანი და იმოქმედოს საერთო მომავლის სასარგებლოდ.
„მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც არიან ვაგნერის რაზმის შემადგენლობაში, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ დაუჭირონ მხარი თავიანთი ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს“, - ნათქვამია მიმართვაში.
რადიო თავისუფლების ცნობით, 23 ივნისს, პარასკევს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, "ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ზურგში დარტყმა" უწოდა.

ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტი რამდენიმე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო
სამუშაოებს გეგმავს. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად
42 დღე ექნება.
გიული ალაძემ თურქეთში მკურნალობის შემდეგ საკუთარ სახლში დაბრუნება
ვერ შეძლო. ქალის თქმით, შვილიშვილმა და რძალმა კარი არ გაუღეს, რის
გამოც პოლიციას მიმართა.
გორის მერიაში შტატების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული
თანხიდან 150 000 ლარი საახალწლო განათებებს, ხოლო 160 000 ლარი
პარკირებისა და კონტროლის სამსახურს მოხმარდება.
ბლოგერი მაქსიმ ვერნიკი გორში ადგილობრივი ბაზრის პოვნას ცდილობდა,
თუმცა გზად იუსტიციის სახლს მიადგა. საბოლოოდ მან პროდუქტები
გარემოვაჭრეებთან შეიძინა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გორის მონაცემები ივნისის
შემდეგ არ განახლებულა, ხოლო ანგარიშები 2020 წლის შემდეგ არ
განახლებულა. მონიტორინგის სადგურები მხოლოდ ორ ადგილზეა
განთავსებული.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები