რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ,,მოსაბრუნისა'' და ,,პერევის'' საგუშაგოები 3 დღით ჩაკეტა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ,,მოსაბრუნისა'' და ,,პერევის'' საგუშაგოები 3 დღით ჩაკეტა.

როგორც ცხინვალში, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები დაიწყო დღეს 24 ივნისიდან და გაგრძელდება 27 ივნისის ჩათვლით.

,,კგბ''-ს განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საქართველოს პრო-დასავლური ძალების გააქტიურება, რომლებიც ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

"ამასთან დაკავშირებით რჩება სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარზე დესტაბილიზაციის საფრთხე, რომელიც სხვადასხვა ფორმის პროვოკაციებითაა მოსალოდნელი" - აღნიშნულია შეტყობინებაში.

ამასთანავე დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომლებიც ვაგნერის რაზმის შემადგენლობაში არიან, არ დაუჭირონ მხარი უკანონო ქმედებებს, იუწყება დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური.

„უკრაინაში და მის გარშემო სპეცოპერაციის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის ვლადიმერ ვლადიმერის ძის ქმედებებს, რათა ჩაახშოს  „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყება“, - ნათქვამია ალან გაგლოევის განცხადებაში.

სააგენტო ,,რესის'' მიერ გავრცელებულ ტექსტში ხაზგასმულია, რომ რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ საათში ყველა უნდა დარჩეს ერთიანი და იმოქმედოს საერთო მომავლის სასარგებლოდ.

„მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც არიან ვაგნერის რაზმის შემადგენლობაში, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ დაუჭირონ მხარი თავიანთი ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს“, - ნათქვამია მიმართვაში.

რადიო თავისუფლების ცნობით, 23 ივნისს, პარასკევს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, "ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ზურგში დარტყმა" უწოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ ტარდებოდეს
15:00 / 15.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.