რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,არ ვიცნობ, პირველად ვხედავ'' - რატომ აიგნორებს ქარელის მერია ანსამბლ ,,ყინწვისს'' ?
ანსამბლ "ყინწვისის" ხელმძღვანელი პაატა ხურცილავა ადგილობრივ ხელისუფლებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ქორეოგრაფის თქმით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მის ანსამბლს მერიის მიერ გამართულ ღონისძიებებზე არ ეპატიჟებიან.

"მე როგორც რიგითი მოქალაქე არ ვარ ამ მთავრობის და "ქართული ოცნების მხარდამჭერი და ვფიქრობ, მაქვს ამის უფლება. უკვე 2 ათეული წელია, რაც ჩემი ანსამბლი დაარსდა და მოღვაწეობს ქარელის რაიონში. ანსამბლი დაკომპლექტებულია ბავშვებით, რომლებიც სწავლობენ და იზრდებიან ქარელში. მათ ეკუთვნით ყველა ის სიკეთე რაც რაიონში ხდება. როცა სხვა ბავშვები ზეიმობენ, უნდა იზეიმონ ჩემმა ბავშვებმაც.'' - აცხადებს პაატა ხურცილავა.

ის ხედავს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ინტენსიურად ატარებს ღონისძიებებს, კონცერტებს, სადაც მონაწილეობენ რაიონის მასშტაბით მოღვაწე სიმღერის, ცეკვის, სალოტბარო თუ სხვა სახელოვნებო ანსამბლები, თუმცა რადგანაც იგი არ არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ამის გამო მას და ჩემს ანსამბლს აიგნორებენ.

,,ჩემთან დადიან აპოლიტიკური ბავშვები! პატარები საყვარლები და მშრომელები. მათ არ აინტერესებთ პოლიტიკა. როგორც ჩემებს, ისე სხვებს უყვართ მშობლები, მეგობრები, სპორტი კონცერტები, ფესტივალები, მაყურებელი, ოვაციები და ა.შ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბავშვები, რომლებიც ჩემს ანსამბლში დადიან, ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო იჩაგრებიან.'' - აცხადებს ხელმძღვანელი.

ანსამბლის ხელმძღვანელი მიმართავს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტებაში მონაწილეობენ:

,,გრცხვენოდეთ, ვინც ამ ბოროტებაში მონაწილეობთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სიჩუმეც დანაშაულია. იყო დრო, როდესაც ქარელში ანსამბლი "ყინწვისი" ხსნიდა და ხურავდა ღონისძიებებს. იმის მერე ჩვენ კიდევ უფრო გავალამაზეთ ჩვენი პროგრამა და ცეკვები. რატომ აღარ გვიწვევთ კონცერტებზე? დამერწმუნეთ, რომ ჩემი ანსამბლი ძლიერდება ამ ყველაფრით. მინდა იცოდეთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს კონცერტებს და მომავალს აზიანებთ ამით. ჩვენ გვაქვს კეთილი გეგმები, რის შესახებაც ყველა ძალიან მალე გაგიგებს." წერს ანსამბლს "ყინწვისის" ქორეოგრაფი პატა ხურცილავა.

,,ქართლის ამბები'' დაუკავშირდა ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების დირექტორს გიორგი ეგნატაშვილს.

მისი თქმით, ქორეოგრაფს თავად არ გამოუთქვამს სურვილი, მონაწილეობა მიეღო მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

" ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ. სურათი რომ ვნახე, მერე აღვიდგინე, ვინც არის. ნორმალურად არც კი ვიცნობ და მისი პოლიტიკური შეხედულებები სულ არ ვიცი. არ მოუმართავს არასდროს, რომ მონაწილეობა უნდოდა მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. თუმცა მახსენდება შემთხვევები, როდესაც პირდაპირ მერიას მიმართა წერილობით და მონაწილეობა მიიღო ქარელის დღეების ღონისძიებაში და ჯანო ბაგრატიონის ფესტივალზე. ჩვენ გვყავს 3 მუნიციპალური ანსამბლი და ასევე ხელოვნების სკოლები. საკმაოდ ნიჭიერი თაობაა და ხშირად იმდენი ნომრებია ღონისძიებაში, ყველას ვერ ვატევთ. ამიტომ უნდა მოგვმართონ კერძო ანსამბლებმა, რომ განვიხილოთ მათი ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა. გარწმუნებთ, რომ ამ ადამიანს არც სიტყვიერად და არც წერილობით არ მოუმართავს ჩვენთვის."- ამბობს გიორგი ეგნატაშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტი
თანაბარი უფლებით
საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი უფლებით
13:35 / 09.09.2024
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა
11:48 / 09.09.2024
ეს პირი დაგვესხა თავს. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, შემდეგ
ჩემს მეგობარს, აქტივისტს
ეს პირი დაგვესხა თავს. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, შემდეგ ჩემს მეგობარს, აქტივისტს
21:38 / 08.09.2024
კომუჯრედის სახელით საშეფო კომისიამ აიყვანა რა ხელში ის ბავშვი,
ვრცლად გააცნო გლეხობას მნიშვნელობა
კომუჯრედის სახელით საშეფო კომისიამ აიყვანა რა ხელში ის ბავშვი, ვრცლად გააცნო გლეხობას მნიშვნელობა
22:32 / 06.09.2024
,აქ რომ იყვნენ, რატომ არ გამობრძანდით სოფლის ხალხი? ერთზე არა
საუბარი, თან ერთმანეთს საუბარს

,აქ რომ იყვნენ, რატომ არ გამობრძანდით სოფლის ხალხი? ერთზე არა საუბარი, თან ერთმანეთს საუბარს

18:02 / 06.09.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.