რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის ხელოვნების სახლში გაიხსნება გამოფენა „გარდაქმნა“
8 ივლისს, 19.00 საათზე გორის ხელოვნების სახლში გაიხსნება გამოფენა
„გარდაქმნა“.
გამოფენა აერთიანებს გურამ წიბახაშვილისა და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრებს, სადაც ასახულია საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმა. წარსულში შექმნილ ფორმათა გარდაქმნა ამ ნამუშევრებში სრულიად ახალ შინაარსს იძენს.
,,ტოტალური კონტროლი და ცენზურა საბჭოთა სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რის მეშვეობითაც იქმნებოდა საბჭოთა იდეალიზმისთვის დამახასიათებელი ნიმუშები და კერპების ჰეროიკული სახეები. ეს ნამუშევრები საზოგადოებისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო და ამასთანავე, დიდი ზეგავლენაც მოეხდინა. დღესდღეობით საბჭოთა მემკვიდრეობის შესწავლა და გადააზრება სხვადასხვა გზით ხდება. გამოფენის ავტორები წარსულის გადაფასებას ვიზუალური ენის მეშვეობით ახერხებენ. საბჭოთა კერპების, ფორმების, არსებული იდეალების დაშლითა და გადაწერით, შერეული ტექნიკისთვის და პოპ-არტისთვის დამახასიათებელი მხატვრული აქცენტით, სრულიად ახალ ნამუშევრებს ქმნიან.'' - აღნიშნავენ ხელოვნების სახლში.
გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. კურატორი: ელინა ვალაიტე. გრაფიკული დიზაინი: ანა დავარაშვილი.
პროექტი “Art House 20 23” ხორციელდება “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

ამავე კატეგორიაში
ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა,
თუმცა მისით გადაადგილება უჭირს. ბენეფიციარის თქმით, მას
ელექტროეტლი სჭირდება, რადგან გადაცემული ეტლით აღმართებში
გადაადგილება შეუძლებელია.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლის
შენობის აღდგენა რენტაბელურია.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ
თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები