რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
გორში ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

პრაქტიკული სახელმძღვანელო მედიის წარმომადგენლებს საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა გააცნო. შეხვედრა საზოგადოება ბილიკის ჰაბში შედგა.

დოკუმენტის შესავალში ვკითხულობთ:


ბოლო წლებში საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა დაკავშირებულია ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში მუშაობასთან. არცთუ დიდი ხნის წინ, 2019 წლის 20-21 ივნისსა და 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებს არა მხოლოდ ხელი შეეშალათ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ, ასევე, საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შედეგად, არაერთმა ჟურნალისტმა/ოპერატორმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები, იმავდროულად, მწყობრიდან გამოვიდა მათი სამსახურებრივი ტექნიკა.

ამ დოკუმენტში მოცემულია ის ძირითადი სამართლებრივი რეგულაციები და პრაქტიკა, რომლებიც ჟურნალისტებს დარღვეული უფლებების აღდგენაში დაეხმარება. ამასთანავე, განხილულია უშუალოდ ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც საჯარო შეკრებების გაშუქების დროს მოქმედებს.

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, შექმნან ხელსაყრელი გარემო საჯარო დისკუსიებში ყველადაინტერესებული პირის მონაწილეობისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, შიშის გარეშე გამოხატონ მოსაზრებები და იდეები. ეს არის ე.წ. "ხელშემწყობი გარემო" ჟურნალისტიკისა და თავისუფალი მედიისთვის.

ვინ შეიძლება მიჩნეული იყოს მედიის წარმომადგენლად საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით?

დღესდღეობით ახალი ამბების მოძიება და გადაცემა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა ადამიანებსა და ორგანიზაციებს, ჟურნალისტური საქმიანობა და შესაბამისი როლები შეესრულებინათ.

ამდენად, ჟურნალისტთა პატივისცემა და დაცვა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმ პირებით, რომლებიც ოფიციალურად არიან აღიარებულნი ამ პროფესიის წარმომადგენლებად, არამედ ეს ცნება უნდა მოიცავდეს „საზოგადოებრივი მედიის მუშაკებს, მოქალაქე ჟურნალისტებსა და სხვებს, რომლებმაც, შესაძლოა, ახალი მედიაპლატფორმები თავიანთ აუდიტორიასთან წვდომისთვის გამოიყენონ“. მეტიც, „პრესის ფუნქცია მოიცავს საჯარო დისკუსიისთვის ფორუმების შექმნას […] [და] ამ ფუნქციის განხორციელება არ შემოიფარგლება მხოლოდ მედიით ან პროფესიონალი ჟურნალისტებით

დოკუმენტის სრული ვერსია

სახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში
ბრალდებული ზურაბ ბურდული გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა
განუსაზღვრა.
ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ბურდული გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
15:20 / 09.06.2026
გორში მძღოლი 5 000 ლარით დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც
ბენზინგასამართ სადგურში შესასვლელად საპირისპირო მოძრაობის ზოლში
გადავიდა და ავარია გამოიწვია.
გორში მძღოლი 5 000 ლარით დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც ბენზინგასამართ სადგურში შესასვლელად საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა და ავარია გამოიწვია.
13:48 / 09.06.2026
2026 წლის 6 ივნისს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა,
საქართველოს მოქალაქე მამუკა ბაღაური უკანონოდ დააკავეს.
2026 წლის 6 ივნისს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ბაღაური უკანონოდ დააკავეს.
13:04 / 09.06.2026
ქარელში ბოლო ერთ წელიწადში საავადმყოფოში შეძენილი ინფექციით ორი
პაციენტი გარდაიცვალა
ქარელში ბოლო ერთ წელიწადში საავადმყოფოში შეძენილი ინფექციით ორი პაციენტი გარდაიცვალა
11:32 / 09.06.2026
გორის თეატრის მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე გარდაიცვალა.
გორის თეატრის მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე გარდაიცვალა.
10:28 / 09.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.