რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
როგორ გაჩნდა მეჯვრისხევში ფაბრიკის დასახლება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გაჩნდა მეფრინველეობის ფაბრიკა.

ამ ფაბრიკის სიმბოლო ,,მამლის'' ძეგლი დღესაც ამშვენებს ქარხნის შესასვლელს.

ფაბრიკას დღემდე დარაჯი ჰყავს. ის ამბობს, რომ წარმოება პერიოდულად მუშაობს, ხან სრული დატვირთვით, ხან ნაწილობრივ.

ფაბრიკას მუშა-ხელი სჭირდებოდა. ამისათვის მთიდან ხალხი ჩამოასახლეს, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოვიდნენ. აღმოჩნდა, რომ ჩამოსახლებულთა 80% ეთნიკური ოსი იყო.



ეს იყო ფაბრიკა, სადაც 1500-მდე ადამიანი მუშაობდა. ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში აგურით ნაშენი ძველი შენობის ნანგრევი დგას: - ეს იყო ქათმის პირველი მაღაზია, გვითხრა დარაჯმა. ის სოფელ ზერტიდანაა.



საიდან მოძებნეს მუშა-ხელი? ამის გასარკვევად ჩვენ ფაბრიკის დასახლებას ვესტუმრეთ. დასახლება 100-200 მ-ის მოშორებითაა გაშენებული. მის შესასვლელში ყურადღება ლამაზმა სახლებმა მიიქცია. ერთ-ერთ ჭიშკართან ორი ქალბატონი იჯდა.



,,ეს სახლები ფინური სახლებია. მე წარმოშობით ასპინძიდან ვარ. ვარძია ხომ გაგიგიათ? აი, იქიდან ვარ. მუშაობა რომ დავიწყეთ, ჯერ საერთო საცხოვრებელში შეგვასახლეს. მერე ეს სახლები ააშენეს'' - გვითხრა ქალბატონმა, აღმოჩნდა, რომ მისი ოჯახი თითქმის ფაბრიკის დაარსების დღიდან ცხოვრობს აქ.

ვიდრე საცხოვრებელ უბანში შევიდოდით, კიდევ ერთი საინტერესო პროექტის შენობა შეგვხვდა. აი, ისეთი, სკანდინავიური ზღაპრების წიგნებში რომ ნახულობენ ბავშვები:



,,ეგ შენობა საბავშვო ბაღი იყო ხოლმე'' - გვითხრეს ადგილობრივებმა. თუმცა, როგორც დავაკვირდით, იგი ამჟამად საცხოვრებელ ბინად არის გადაკეთებული.

სოფლის ცენტრისკენ გავაგრძელეთ გზა. რამდენიმე ადამიანს ვკითხეთ უხუცესი წევრის შესახებ, თუმცა უმრავლსეობამ გვითხრა, რომ ისინი ან დევნილები არიან, ან 1991 წლის შემდეგ დაასახლეს მიტოვებულ სახლებში.

ვინ მიატოვა სახლები? - ვიკითხეთ.



ეს კითხვა დავუსვით ორ ადამიანს, რომელიც ხის ქვეშ მოწყობილ ხის მაგიდაზე დომინოს თამაშობდნენ:

,,ვინ იყვნენ და ოსები იყვნენ. 1991 წლებში წავიდნენ, არეულობის დროს'' - გვითხრა მან.

,,თქვენ დიდხანს ცხოვრობთ აქ?

,,კი დაარსების დღიდან''

,,რა გვარის ხართ?''

,,ქოზაევი''

,,თქვენ რატომ არ წახვედით?''

,,ვიყავი მეც წასული, ოღონდ 6 თვით, მერე ისევ დავბრუნდი. მეუღლე მყავდა ქართველი'' - გვითხრა მასპინძელმა.



მეორე მასპინძელი, რომელიც ქოზაევს დომინოს ეთამაშებოდა, ცხინვალიდან დევნილია - ქართველი.

,,მე დევნილი ვარ, ცხინვალიდან. პირველი არეულობის დროს წამოვედით და აქ დაგვასახლეს'' - გვითხრა მეორე მასპინძელმა.

ორივე მათგანმა ფოტოს გადაღების უფლება მოგვცა.

,,კი, მაგრამ საიდან ჩამოგიყვანეს ფაბრიკაში სამუშაოდ?''

,,მე საყავრედან''

,,დანარჩენები?''



,,დანარჩენებიც ზოგი საყავრედან, ზოგი ნული, ავკვეთი... მაგ სოფლებიდან ოსები ჩამოასახლეს'' - ამბობს ქოზაევი.

ეს სოფლები ტანისა და თეძმის ხეობაში მდებარეობს.

,,ჩვენ როცა ჩამოვედით'' - აგრძელებს საუბარს ქოზაევი - ,,მაშინ 3-წლიანი სკოლა ააშენეს. ჯერ აქ დავდიოდით ხოლმე, მერე ან ახრისში, ზოგი მეჯვრისხევის სკოლაში''.

უკვე საღამო ხანი იყო. მასპინძლებს დავემშვიდობეთ, თუმცა საყოფაცხოვრებო პირობებიც ვიკითხეთ:

,,წყალი გრაფიკით მოგვეწოდება. ჭაბურღილი კი არის გაკეთებული, მაგრამ საკმარისი რაოდენობით არ მოდის. გაზი შემოყვანილია. გზის პრობლემა გვაქვს. დანგრეულია გზა დასახლებაში'' - გვითხრეს ჩვენმა მასპინძლებმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.