რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,რეანომობილს აკუმულატორი არა აქვს'' - პრობლემები დაბა კვაისას საავადმყოფოში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, ცხინვალის საავადმყოფოს გარდა, კვაისას საავადმყოფოს მდგომარეობით დაინტერესდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სახარბიელო მდგომარეობა გაგლოევს არც ჯავის რაიონში დახვდა.

საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ულიანა ცხოვრებოვამ აღნიშნა, რომ შენობა 2016 წელს აშენდა, თუმცა დაწესებულებაში პრობლემები ექსპლუატაციაში შესვლიდან მალევე დაიწყო.

"კედლები, ფასადი, საფეხურები იშლება, ჩვენ როგორღაც ჩვენ თვითონ მოვაწესრიგეთ ისინი", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მანქანას, ცხოვრებოვამ აღნიშნა, რომ მანქანას არ აქვს ზამთრის საბურავები, ასევე აკუმულატორი. დაბა კვაისა კი მთიან ზონაში მდებარეობს.

ალან გაგლოევმა კვაისის მერს, ალან ხუგაევს, რომელიც მას თან ახლდა და ჯავის რაიონის გამგებელს, ვანდა თიბილოვას, მოსახლეობის პრობლემებზე დროული რეაგირება დაავალა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ნანახით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საავადმყოფო ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს.

"ზოგიერთი ოთახი ავარიულია. საჭიროა ნაწილობრივი რემონტი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს", - განაცხადა გაგლოევმა.

ალან გაგლოევმა ასევე იკითხა, დროულად მიეწოდებათ თუ არა მათთვის საჭირო მედიკამენტები. ცხოვრებოვას თქმით, ყველა გამოწერილი წამალი მათ დროულად მიეწოდებათ.

პრეზიდენტმა საავადმყოფოს ლაბორატორიის სამუშაო პირობებიც შეამოწმა.

ცხოვრებოვას თქმით, დღეს სტაციონარში 64 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ექიმები, ექთნები.

"ამჟამად კლინიკაში ექვსი პაციენტი მკურნალობს. ჩვენ თვითონ ვიღებთ ანალიზებს და მიგვაქვს ქალაქში კვლევისთვის. ჩვენი ლაბორანტი ამჟამად გადის ტრენინგს და მისი დაბრუნების შემდეგ ლაბორატორია სრულად იმუშავებს. "- განაცხადა მან.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის
სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის
რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები
ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას
ითვალისწინებს.
შეთანხმებები ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან საქართველო-აზერბაიჯანის რექტორთა პირველი კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტები ერთობლივ კვლევით პროექტებსა და საერთაშორისო მობილობას ითვალისწინებს.
13:11 / 17.11.2026

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების
განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 
დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში
დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა კონტეინერების განსათავსებელი ტერიტორია უკვე შეარჩიეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დროებითი სასწავლო სივრცეების მოწყობა 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

11:37 / 17.11.2026
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში
ელექტროენერგია გაითიშა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა.
10:25 / 17.11.2026
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის
მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან
პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, კომპანიის მიმართ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება და გეგმა-გრაფიკიდან პირველივე ჩამორჩენის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდება.
19:13 / 16.11.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,
კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა
გამოიყენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანია კვერცხის ნაჭუჭებსა და ბუმბულებს ღია ორმოებში ყრიდა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა „ჯი პი პის“ მიმართ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.
18:13 / 16.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.