რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის შესასვლელში ფულის გამოძალვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს - კრიმინალური გარჩევა
გორის შესასვლელში, სოფელ ბერბუკთან, მამაკაცს სამსახურში რამდენიმე პირმა მიაკითხა. ისინი სასაუბროდ შორიახლოს გავიდნენ. როგორც პროკურორი ოთარ დოხნაძე ამბობს, მამაკაცს მასთან მისული პირები სასტიკად გაუსწორდნენ. კერძოდ, ჩაუმტვრიეს შუბლის ძვალი.

აღნიშნულ ფაქტზე, ფულის გამოძალვისა და ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. დაკავებულები გორელები არიან.

პროკურორის მტკიცებით, 2023 წლის აპრილში ბრალდებულები მამაკაცს ფულს სძალავდნენ, შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც პროკურორი ამტკიცებს, ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი, რაც შესაძლოა, ბრალის დამძიმების საფუძველი გახდეს.

პროკურორის ბრალდებას არ ეთანხმება ადვოკატი ნოდარ ცინცაძე, მისი თქმით, დაზარალებულს ფულს სხვა პირები სძალავდნენ, ხოლო ბრალდებულებს დაზარალებულმა თავად მიმართა დასახმარებლად, რათა ფულის გამომძალველები ჩამოეშორებინა.

ნოდარ ცინცაძის თქმით, ვინც ფულს სძალავდა დაზარალებულს, ისინი არ არიან დაკავებულნი და საერთოდ არ ფიგურირებენ საქმეში.

ნოდარ ცინცაძე "დაზარალებულს გარკვეული პირები სთხოვდნენ თანხას, რის გამოც დაზარალებულმა ბრალდებულებს სთხოვა დახმარება, რომ ეს პირები მისთვის ჩამოეშორებინათ. შემდეგ დაზარალებული ისევ დაუკავშირდა იმ პირებს, ვინც მას ფულს სძალავდა და ეს ადამიანები გადაკიდა ერთმანეთს. შემდეგ როცა მოხდა ამ პირების შეხვედრა, ჩხუბის დროს ერთხელ გაარტყეს ხელი. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო. თანხის გამოძალვას რაც შეეხება, პოლიციამ დაზარალებულს ჩამოართვა ისეთი ჩვენება, როგორიც მას სურდა. რეალურად გამოძალვის ფაქტს ადგილი არ გქონია."

ჯგუფური გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულები არიან 1997 წელს დაბადებული ნ.კ; 1999 წელს დაბადებული თ.გ და 1991 წელს დაბადებული გ.გ.

დღეს, 13 ივლისს, გორის სასამართლოში ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ მოითხოვა წინასწარი პატიმრობის შეცვლა გარაოთი.

კერძოდ, სასამართლოში წარადგინა დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული წერილი, სადაც ეწერა, რომ დაზარალებულს არანაირი პრეტენზია აღარ ჰქონდა დაკავებულების მიმართ, რადგან მას გადაუხადეს მკურნალობის ფული და ასევე აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი. ამიტომ სასამართლოს სთხოვა ბრალდებულები გაეთავისუფლებინა.

ბრალდებულების ადვოკატები, ნოდარ ცინცაძე და გოჩა გოჩიტაშვილი მოსამართლეს თხოვნით მიმართავდნენ, რომ დაკავებული ნ.კ.-ს, თ.გ-ს და გ.გ-ს წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო და თითოეულის მიმართ 2000 ლარიანი გირაოთი განსაზღვრულიყო.

" დანაშაულს ყავს 2 თვითმხილველი პირი. ეს ადამიანები დაიკითხნენ ჩემს წინ და ახლა მათზე ზემოქმედებას ვეღარავინ მოახდენს. არ გაქვთ უფლება მათი ბრალი დაამძიმოთ ან შეამსუბუქოთ. რა მოგვცა დაზარალებულის მოწმის გამოკითხვამ? ის ვერ უთითებს კონკრეტულ თანხას, რომელსაც დაკავებულები თითქოს ითხოვდნენ დაზარალებულისგან. ასევე ვერ უთითებს კონკრეტულ ადგილს, სადაც დაზარალებულს ეს თანხა უნდა მიეტანა. ასევე არსებობს ვიდეო ჩანაწერი სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ მიდიან ბრალდებულები სამსახურში, გამოდის დაზარალებული და ჩვეულებრივად ესაუბრება ბრალდებულებს. შემდეგ გადიან შენობის გვერდით, ძალიან მალე ვიდეოში ჩნდება დაზარალებულის მოწმე, მიდის მათთან და ზუსტად 10 წამში მოწმე და დაზარალებული ბრუნდებიან და შედიან სამსახურში. ამ 10 წამში მოწმე ფიზიკურად ვერ დაინახავდა და გაიგებდა იმას, რასაც თავის ჩვენებაში ამბობს. მოწმე ამბობს რომ დაზარალებული მან სისხლიან მდგომარეობაში გამოიყვანა, რაც ვიდეო ჩანაწერით არ დასტურდება."-აღნიშნავს ბრალდებულების ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

პროკურორის ოთარ დოხნაძის თქმით დაზარალებულს აღენიშნება საკმაოდ მძიმე დაზიანებები. მას ჯგუფური თავდასხმის შედეგად გაუტყდა შუბლის ძალი და მას შემდეგ რაც პროკურატურას ექნება სამედიცინო დასკვნა, შესაძლოა სამივე ბრალდებულს მუხლი დაუმძიმდეს. გარდა ამისა პროკურორმა მიმართა მოსამართლეს, რომ სამივე ბრალდებული დარჩენილიყო პატიმრობაში რადგან მათი მხრიდან იყო მიმალვის და დაზარალებულზე შურისძიების საფრთხე.

"ვფიქრებ, სასამართლოს პირველადი გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულები უნდა იყვნენ დაკავებულები, კვლავ უნდა იყოს რელევანტური. დაცვის მხარე მე ვერ მაძლევს იმის გარანტიას, რომ მათი კონფლიქტი ამოწურულია, რადგან სამივე ბრალდებული იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და მათ დაზარალებულთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულების ოჯახის წევრებმა დაზარალებულს აუნაზღაურეს ზიანი, შესაძლებელია მათ ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაზარალებულს პასუხი მოთხოვონ მათი ციხეში გატარებული დღეების გამო"-განაცხადა პროკურორმა ოთარ დოხნაძემ.

მოსამართლე გერმანე დადეშქელმა დაცვის მხარის შამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა, რადგან როგორც მან აღნიშნა 3 დაკავებულიდან 2 ბრალდებული დაკავებამდე აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, ხოლო მესამე დაკავებული არის წარსულშ ნასამართლები.

"ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ არსებობს მათი მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედების და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამასთან ვიტყვი, რომ მოწმეთა დაცვის მხარის წინაშე დაკითხვა არაფერს ნიშნავს. სასამართლო დარბაზში გვესწრება საზოგადოება და ამ საზოგადოების თალში უნდა აღიქმებოდეს, რომ მართმსაჯულება სამართლიანად განხორცილედა. მოწმეები უნდა დაიკითხონ სასამართლოში და მოსამართლის და საზოგადოების წინაშე. ამიტომ აღკვეთი ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობა დარჩეს ძალაში"- აღნიშნა მომსამართლე გერმანე დადეშექლმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2024 წელს, დემოკრატიის სკოლაში აღარ ისურვეს სწავლა საჯარო
სამსახურებში დასაქმებულმა ადამიანებმა. მმართველი
2024 წელს, დემოკრატიის სკოლაში აღარ ისურვეს სწავლა საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა ადამიანებმა. მმართველი
15:46 / 18.06.2024
"ზონდერები როგორც იქცევიან, ზუსტად ასე მოხდა - მანქანაში იყო თავდამსხმელების ნაწილი,
16:30 / 17.06.2024
თუ ხარ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, ახალგაზრდული მუშაკი, მოხალისე ან
აქტივისტი,
თუ ხარ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, ახალგაზრდული მუშაკი, მოხალისე ან აქტივისტი,
14:10 / 16.06.2024
სადენები, ოფიციალური უწყების წარმომადგენლის აზრით, წინა დღით,
ქარიან ამინდში ჩამოწყდა.
სადენები, ოფიციალური უწყების წარმომადგენლის აზრით, წინა დღით, ქარიან ამინდში ჩამოწყდა.
18:21 / 14.06.2024
რაც შეეხება სახლისა და პირის ჩხრეკის ოქმებს, ისინი კვლავ
უკანონოდ ჩაითვალა.

რაც შეეხება სახლისა და პირის ჩხრეკის ოქმებს, ისინი კვლავ უკანონოდ ჩაითვალა.

15:15 / 14.06.2024
ვიდეორეპორტაჟი
ჩეხეთის მთავრობა 6 მლნ ლარამდე ხარჯავს, ასევე, სლოვაკეთის მთავრობის დახმარებით,
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.