რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ხაშურელი მამაკაცი 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ მ.ლ.-ს მოსამართლე დავით მაკარაძემ წინასწარი პატიმრობა 1000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ხაშურში, ცოლ-ქმარს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე, წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. პროკურორმა ოთარ დოხნაძემ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა, რადგან ჩათვალა, რომ  მ.ლ. ისევ ჩაიდენდა ძალადობრივ ქმედებას მეუღლის მიმართ.

„დანაშაული ჩადენილი იყო გენდერული ნიშნით. ბრალდებული იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რა დროსაც მის მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. ამიტომ, საქმეს სპეციფიკიდა და ხასიათიდან გამომდინარე ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა დარჩეს ძალაში“ - აღნიშნა ოთარ დოხნაძე.

ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნო და ბრალდებულმაც მის მიერ ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოინანია, ამიტომ არ არსებობს არც მოწმეზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„ბატონო მოსამართლე, უნდა აღვნიშნო, რომ ბრალდებული მ.ლ. არის მრავალშვილიანი მამა. მისი ორი შვილი, მცირეწლოვნები არიან. როდესაც მისი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავად უვლიდა პატარა ბავშვებს. აგრეთვე ხელთ მაქვს მისი მეუღლის მიერ, ნოტარიულად დამოწმებული წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ მისი ქმრის მიმართ პრეტენზიები არ აქვს და კონფლიქტი ამოწურულია. ეს არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პირველი დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ძალიან ნანობს. ამიტომ გთხოვთ პატიმრობა ნაკლებად მძიმე სასჯელით შეიცვალოს და აღკვეთი ღონისძიების სახით, მის მიმართ განისაზღვროს 1000 ლარიანი გირაო“ - აღნიშნა ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა.

მოსამართლე დავით მაკარაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და შესაძლოა მას ბრალი დაუმძიმდეს, რის გამოც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მის მიმართ, სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას პატიმრობა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.