რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
დოესი-ხიდისთავის გზაზე სიჩქარის მაკონტროლებელ კამერას ყოველღამე ცისკენ ატრიალებენ
გორი-კასპის სარაიონოთაშორისო გზაზე არსებულ სათვალთვალო კამერას, რომელიც დოესი-ხიდისთავის მონაკვეთზე მდებარეობს, ყოველღამე ხედვის მიმართულებას უცვლიან.

უკვე რამდენიმე დღეა კომპანია ,,დელტა კონსალტინგის'' თანამშრომლები კამერების მიმართულებას ასწორებენ, თუმცა დილით ისევ აღმოჩნდება, რომ სათვალთვალო კამერა ცას უყურებს.

როგორც კომპანია ,,დელტა კონსალტინგის'' ხელმძღვანელი გიორგი ჯალიაშვილი ,,ქართლის ამბებს'' უცხადებს, ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს გარკვეული მოქალაქეების მხრიდან დაუდევრობას. ჩვენს კითხვაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებოდეთ კამერებზე, კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, გარდა შეგნებისა.

,,გამოსავალი არის ის, რომ მოსახლეობის შეგნება უნდა იყოს მაღალი. არ შეიძლება ამ კამერების სიმაღლის შეცვლა, რომ მაგალითად ვერ მოახერხონ მისი შეტრიალება, იმიტომ, რომ კამერა ვეღარ გააკონტროლებს გზას და დაკარგავს თავის ფუნქციას'' - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

აღნიშნულ კომპანიას ევალება გორის მუნიციპალიტეტში სათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობა. კომპანიის წარმომადგენელი ხუმრობით იმასაც აღნიშნავს, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით, შიდა ქართლში კამერებს ცოტა ,,ფრთხილად'' ეპყრობიან:

,,სხვა რეგიონში გვქონია შემთხვევები, რომ კამერებს  იარაღიდან ესვრიან, ასევე იყო შემთვევები, ქვებით იყო დამტვრეული. ასე, რომ ამ მხრივ თქვენს რეგიონში საქმე ცოტა უკეთაა'' - აღნიშნავს კომპანია ,,დელტა კონსალტინგის წარმომადგენელი.

გორი-კასპის შემოვლით გზაზე სათვალთვალო კამერები აკონტროლებს მანქანების სიჩქარებს. 

რას ცვლის სათვალთვალო კამერები?

2023 წლის მეორე კვარტალში შიდა ქართლში სიჩქარის მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების მეშვეობით სულ 92 771 ვიდეოჯარიმა დაიწერა - ჯამში 5 213 200 ლარის ოდენობის. ამის შესახებ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ ჯარიმების უმრავლესობა დაწერილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო, რაც გულისხმობს სიჩქარის გადაჭარბებას და ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარიდან 400 ლარამდე.

მეორე კვრატალში ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დაწერილია გორში (50 106), შემდეგ ხაშურში (27 736) და ქარელში (8 085). ყველაზე ცოტა კასპში (6 841).

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.