რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,ჩემი შვილი ეკლესიიდან გაიტაცეს'' - ლევან დოთიაშვილის მამა
,,ჩემი შვილი ეკლესიიდან გაიტაცეს რუსებმა. სოფლიდან დაინახეს, რომ ფეხით მიჰყავდათ, 7 კმ უნდა გაევლოთ'' - ამბობს იური დოთიაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილის მამაა.

მისი თქმით, გუშინ, 112-ზე რუსმა სამხედროებმა სწორედ ლევანის დაარეკინეს თამაზის ტელეფონით, მოხედეთ დაჭრილსო.

იური დოთიაშვილი ვარაუდობს, რომ თუკი დროულად მოხდებოდა რეაგირება, თამაზ გინტურისთვის შესაძლოა ეშველეათ:

,,გავრბოდი მანქანისკენ, მაგრამ დამიჭირეს, არ გამიშვეს. წამოვიყვანდი იმ მანქანით დაჭრილს და იქნებ გადარჩენილიყო. თამაზი იყო ჩემი კლასელი და მეგობარი.'' - ამბობს იური დოთიაშვილი.

6 ნოემბერს, კირბალის სიახლოვეს, ლომისის ეკლესიასთან რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანის დაკავება სცადეს, ერთი მოკლეს, მეორე კი, - ცხინვალში გადაიყვანეს.

როგორც გუშინ ერგნეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის არც დაჭრილია და არც რაიმე დაზიანება მიუღია - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება თამაზ გინტურს, მისი ცხედარი კირბალში უკვე გადაასვენეს. ახლობლების განცხადებით, გინტურს სამი ტყვია ბეჭებში აქვს მოხვედრილი. მანქანა კი დაცხრიულილია უკანა მხარეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.