ამის შესახებ გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. სტუდენტები გორის საკრებულოს წევრებს, ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სტუდენტების თქმით, გაურკვეველია ის გრაფიკი, რომელსაც სატრანსპორტო კომპანია, ავტოსადგური და საერთოდ მძღოლები აწესებენ.
ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც გორთან ყველაზე ახლოს, კარალეთში ცხოვრობს, აცხადებს, რომ სიტუაცია საკმაოდ უკონტროლოა.
,,მე ვიცი, რომ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ უნდა დადიოდეს ტრანსპორტი კარალეთში. მაგრამ ეს ასე არ ხდება. არ ვიცი, რომელ ნახევარ საათში ერთხელ იგულისხმება. ლექციის შემდეგ ხუთი წუთით ადრეც რომ მივიდე, მაინც შემდეგ ერთი საათით მიწევს ლოდინი. დღესაც აქ რომ ჩამოვედი გორში, შეხვედრაზე, 40 წუთი ველოდე ტრანსპორტს, მაგრამ არ მოვიდა. შაბათ-კვირას საერთოდ არ მოდიან. ბოლოს იძულებული გავხდი, ზემო სოფლებიდან მომავალ ავტობუსს გამოვყოლოდი'' - განაცხადა სოფელ კარალეთში მცხოვრებმა სტუდენტმა.
შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, მას უამრავმა სტუდენტმა სთხოვა, ტრანსპორტის საკითხის გარკვევა:
,,მე უამრავმა სტუდენტმა მომართა იმის გასარკვევად, შევძლებდით თუ არა ტრანსპორტის ხარჯების დაფარვას, რადგან ძალიან მოუგვარებელია ეს საკითხი. რადგან გაურკვეველია ეს საკითხი, სტუდენტებს სოფლებში ტაქსით დაბრუნება უწევთ, რომლის ხარჯები არა აქვთ''- განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარლენ ნადირაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სოფლებში ტრანსპორტის რეგულაციებზე მუშაობა 2024 წლიდან დაიწყება:
,,ამ ეტაპზე სოფლებში კერძო კომპანია მუშაობს. ამიტომ არის, რომ ირევა გრაფიკი, ხდება გაცდენა და ა.შ. ალბათ გაისად დაიძრება რეგულაციის საკითხი სოფლების მიმართულებით, ჩვენ ჩართული ვიქნებით ამ საკითხში, რომ მიუახლოვდეს ქალაქის რეგულაციებს მაინც'' - განაცხადა მარლენ ნადირაძემ სტუდენტებს.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები