რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სოფელ თაგვეთისა და ცედანის ხიდის პროექტი ვერ შეადგინეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თაგვეთსა და ცედანში სახიდე გადასასვლელისა და ბეტონის გზის მოსაწყობად საჭირო პროექტი ვერ შეადგინეს. ამის გამო, 2023 წელს, ამ სოფლებისთვის გამოყოფილი თანხა, როგორც მერია, მიწერ-მოწერებში აღნიშნავს, დაიკარგა.

ეს თანხა სოფლისთვის გამოიყო სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში. პროექტის შესადგენად დაახლოებით 15 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

პროექტი კომპანია ,,წყალმშენ 2013''-ს უნდა შეედგინა. კომპანია რეგისტირებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში - ხელმძღვანელი როსტომ ლაფაჩი.

კომპანიის პოზიცია

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ სოფელ თაგვეთში გათვალისწინებული სახიდე გადასასვლელის პროექტირება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, სახიდე გადასასვლელის ადგილი იყო დამეწყრილი და ამ მონაკვეთში სახიდე გადასასვლელის მოწყობა (100 000 ლარის ფარგლებში) ვერ ხერხდებოდა. საჭირო იყო ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რომლის პროექტიც წინა პერიოდში შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდული ჰქონდა.

აღნიშნულის გამო, გაიმართა არაერთი შეხვედრა როგორც მერიასთან, ასევე მოსახლეობასთან. კომპანიამ მიიღო სიტყვიერი დავალება შედგენილიყო იმავე სოფელში ალტერნატიული ბეტონის გზის პროექტი, რომელიც მერიამ დაამუშავა, სამივე პროექტი შეთანხმდა მასთან და აღნიშნულის შემდეგ წარედგინა დოკუმენტაცია ინსპექტირების ორგანოს.

კომპანია განმარტავს, რომ ინსპექტირების ორგანოს დადებითი ინსპექტირების ანგარიში უნდა გაეცა 10 დღეში, რაც არ განხორციელდა და მოგვიანებით მიმწოდებელს წარედგინა ბეტონის გზის პროექტებზე შენიშვნები.

კომპანიამ ორჯერ მიმართა მერიას ხელშეკრულების ვადის გაზრდის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ კომპანიას სიტყვიერად ეთქვა უარი ხელშეკრულების მოქმედების ვადის მესამედ გაგრძელებაზე.

კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მას არ ეყო დრო, რომ ვალდებულებები სრულად შეესრულებინა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი.

კომპანიის პოზიცია შესყიდვების სააგენტოში განიხილეს. შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "წყალმშენი 2013"-ს შორის ხელშეკრულება 2023 წლის 17 ივლისს, გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის უნდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მისი გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.

ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრა 14 160 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2023 წლის 25 სექტემბერი.

კომპანიამ 2023 წლის 25 სექტემბერს მერიას აცნობა, რომ მიმდინარეობდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა და სთხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის 10 დღით გაგრძელება. მერიამ ვადა გაუგრძელა.

2023 წლის 5 ოქტომბერს კომპანიამ მერიას კვლავ აცნობა, რომ მოუწია გარკვეული შენიშვნების გათვალისწინება და დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე ხელმეორედ წარდგენა, რაც საჭიროებდა გარკვეულ დროს. მერიამ ვადა 15 ოქტომბრამდე გაუგრძელა.

2023 წლის 19 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის სამსახურმა ხაშურს მერს აცნობდა, რომ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მას, 2023 წლის 19 ოქტომბრის მგომარეობით, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არ ჰქონდა მიწოდებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

შესყიდვების სააგენტომ ჩათვალა, რომ მერია სწორად მოიქცა, რაკი მესამედ არ გაუგრძელა ვადა. ამის გამო, კომპანია შავ სიაში დარეგისტრირდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.