რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ევროპული დახმარება ტანისა და თეძმის ხეობებისთვის


ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის ჩეხეთის მთავრობა 6 მლნ ლარამდე ხარჯავს, ასევე, სლოვაკეთის მთავრობის დახმარებით, 150 000 ევროს ფარგლებში, ბილიკები მოეწყობა.

ევროპული დახმარების თაობაზე დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ედიშერაშვილი და მისი თანამშრომლები, მიშო მაისურაძე და დავით ბზიშვილი გვესაუბრნენ.

მათ ის ადგილები გვაჩვენეს, სადაც ეს ინფრასტრუქტურა განვითარდება.



იქნება დაახლოებით 14 კმ სიგრძის ჯეფირისა და ბიისის ბილიკები. ბიისში ბილიკი ჩანჩქერამდე, ხოლო ჯეფირის ბილიკი - კილიკეს ჯვრამდე მოეწყობა.

ჯეფირი ლეგენდალური პიროვნების, გოლიათი კაცის სახელიდან მომდინარეობს. ის დაკრძალულია სოფელ წერეთის მიდამოებში.

მიშო მაისურაძემ მეგზურობა სოფელ მღებრიანის სიახლოვეს გაგვიწია, სადაც სწორედ კილიკეს ჯვრის ნანგრევები დგას. ამ ეკლესიიდან ჩანს როგორც ტანის, ასევე თეძმის ხეობები. აქ იყო სამხრეთ საქართველოდან მომავალი გზა და აქვე, გადმოცემით, იმართებოდა მონათა ბაზარი.

ქართლში მოტაცებული ყმები გადაყავდათ ახალციხის საფაშოსკენ, შემდეგ კი ოსმალეთში.



გარდა ისტორიული წარსულისა, ეს ბილიკები ტურისტებს მოუყვება იმ უნიკალური ბუნების შესახებ, რომელიც აქ არსებობს. გარშემო თრიალეთის ქედის სამი მწვერვალია. არის ტბები. ტურისტული ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს უნიკალური შესაძლებლობა ექმნებათ მოაწყონ საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, განავითარონ საკუთარი შინამეურნეობები, რაც ასევე გათვალისწინებული იქნება დაფინანსების პირობებში.



დაცული ლანდშაფტის ხელმძღვანელი, გიორგი ედიშერაშვილი ამბობს, რომ ამ გრანტებით ხდება სააგენტოს განყოფილების გაძლიერებაც შესაბამისი ინსფრასტუქტურიც. მზადდება ასევე დოკუმენტი, რომლითაც სააგენტო იხელმძღვანელებს ლანდშაფტის მართვის დროს. ყველა დეტალი ამ დოკუმენტში იქნება გაწერილი.

,,პროექტის ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, სოფელ ბოშურის მიმდებარედ მოეწყობა ადაპტირებული ეკო - საგანმანათლებლო ბილიკი, სადაც ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებს) შეეძლება ბრაილის შრიფტის, ხმოვანი ინფორმაციის, სენსორული ინტერპრეტაციების საშუალებით მიიღოს ინფორმაცია ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების, ბუნების საიდუმლოებების შესახებ.'' - აღნიშნავენ ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების მართვის სააგენტოში, რომელიც მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უწყლოობის ნამდვილ მიზეზს მოსახლეობას არავინ უხსნის.

უწყლოობის ნამდვილ მიზეზს მოსახლეობას არავინ უხსნის.

20:11 / 08.11.2024
სამუშაო პროცესში კომპანიის წარმომადგენელმა მარიამ კორინთელმა
გორის მაშინდელ მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს

სამუშაო პროცესში კომპანიის წარმომადგენელმა მარიამ კორინთელმა გორის მაშინდელ მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს

17:20 / 07.11.2024
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ,
6-დან 12 თვემდე პერიოდში,
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-დან 12 თვემდე პერიოდში,
15:50 / 07.11.2024
ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უარი თქვა 3 პაციენტის
დაფინანსებაზე,

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უარი თქვა 3 პაციენტის დაფინანსებაზე,

14:53 / 07.11.2024
სატენდერო კომისიის ახალი ოქმის მიხედვით, კომისიის წევრების
უმრავლესობა შვებულებაში იმყოფებოდა.

სატენდერო კომისიის ახალი ოქმის მიხედვით, კომისიის წევრების უმრავლესობა შვებულებაში იმყოფებოდა.

13:33 / 07.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.