რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის მერიის საინვესტიციო პროგრამა 2020 წლიდან - კომპანია ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს
გორში, მტკვარწყალმშენის დასახლებაში, საინვესტიციო პროგრამის განხორციელება კიდევ ერთი წელი გადაიწევს.

ფინანსური პრობლემების გამო კომპანია ,,გროსფარმის'' წარმომადგენელმა გორის მერიას აცნობა. განცხადების მიხედვით, კომპანიამ ვერ შეძლო ობიექტის მშენებლობა 2024 წლამდე დაესრულებინა.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შესულია შპს "გროსფარმ"-ის დირექტორის განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ ფინანსური პრობლემების გამო ხელი შეეშალა სამუშაოების დასრულებაში და შესაბამისად - პირობის შესრულებაში. შპს "გროსფარმ"-ის დირექტორი აცხადებს, რომ მთლიანობაში პრივატიზებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება 100000 (ასი ათასი) ლარის ინვესტიცია და ითხოვს მითითებული პირობის ვადის გაგრძელებას კიდევ 1 (ერთი) წლით, რაც, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია.'' - აღნიშნავენ მერიაში.

მერიამ თანხმობა საკრებულოსგან ითხოვა. საკრებულოზე ეს საკითხი უახლოეს სხდომაზე განიხილება.

მიწის პრივატიზაცია 2020 წელს განხორციელდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ასი ათასი ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ობიექტი მზად ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა ყოფილიყო მზად.

თავდაპირველად, კომპანიამ მიზეზად პანდემია დაასახელა. მერიამ სამუშაოების წარმოება ჯერ 2023 წლამდე. შემდეგ კი, - 2024 წლამდე გადაუვადდა. ობიექტი, სადაც ხალხი დასაქმდებოდა, კვლავ დაუსრულებელია.

კომპანია ,,გროსფარმი'' 2020 წელს დაფუძნდა. პროფილში წერია: ,,სამედიცინო დანიშნულების სადეზინფექციო საშუალებების წარმოება და რეალიზაცია; ჰიგიენურ-სანიტარულ პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია; სარესტორნო და სასტუმრო საქმიანობა; ტურიზმი; ექსპორტ-იმპორტი; სამშენებლო და სარემონტო საქმიანობა. 2023 წლიდან კომპანიას ფლობს თამარ მიხანაშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
22:21 / 11.06.2025
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
20:18 / 11.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.