რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,გორობაზე'' ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის გამოსვლის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე აღარ იძებნება
,,გორობაზე'' ლადო ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის გამოსვლის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე აღარ იძებნება.

თუმცა ისინი იმ საჩივრები მოხვდა, რომელიც გორის საოლქო კომისიაში დღეს 17 ოქტომბერს შეიტანეს. საიას საჩივრის მიხედვით, ფოტოები გორის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა, მერიამ მსგავსი ფაქტი უარყო.

შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული გვქონდა, რომ მერიამ ფოტოები ოფიციალურ გვერდიდან წაშალა. თუმცა, ეს ინფორმაცია მერიასთან  გადამოწმებული არ გვქონდა.

მიუხედავად ამისა, სიტყვით გამოსვლის ფოტოები სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შენახული აქვთ. ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის წევრები არიან. ,,გორობა'' 13 ოქტომბერს გაიმართა, რა დროსაც მოქმედებდა საარჩევო კოდექსით განსაზღვრული წესები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გორის საოლქო კომისიაში წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც, მათი მოსაზრებით, დაირღვა საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლი:

,,ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მყოფმა ორმა პირმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა. მათ სიტყვით მიმართეს მოქალაქეებს, როგორც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებმა.  ამასთან, გორის მერიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ნათლად ჩანს მმართველი პარტიის სიმბოლიკაც'' - წერია საჩივარში.

საიას მოთხოვნით, დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის მიხედვით: აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწერა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმაც. მათ საჩივარი დამატებულია კიდევ ერთი მუხლი: 48-ე მუხლის ,,ა'' და ,,ბ'' პუნქტები:

,,წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;'' - წერია საარჩევნო კოდექსში.

საჩივრებს გორის საოლქო კომისია განიხილავს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში
უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანება, საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, კრიზისზე საუბრობს.
16:42 / 18.06.2026
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კარალეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
16:23 / 18.06.2026
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
მაღალაანთ ეკლესიის ფრესკების ფოტოები
15:04 / 18.06.2026
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის
გორის მერიისთვის აუქციონი წარმატებით დასრულდა. ,,ახალბაღის" ატრაქციონები 28 350 ლარად, 5 თვით, იჯარით გაიცა.
12:44 / 18.06.2026
,,ივერიის
,,ივერიის" სტადიონის მინდვრის საფარის შესაცვლელად 130 000 ლარი გამოიყო
11:53 / 18.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.