რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
MDDC იწყებს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ეფექტიანობისა და პოლიტიკური გავლენების შესახებ მონიტორინგს
მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი (MDDC) საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ეფექტიანობისა და პოლიტიკური გავლენების შესახებ მონიტორინგს იწყებს

2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ახალი სოციალური პროგრამა - „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებასა და სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულების შეზღუდვას. პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ პირებს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება 300 ლარის ოდენობით უნაზღაურდებათ, ასევე უნარჩუნდებათ სოციალური დახმარება 4 წლის ვადით.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, მისი რეალური შედეგები და პროცესი გაუმჭვირვალეა. სტატისტიკური მონაცემებით, 2022-2023 წლებში ქვეპროგრამაში 69 322 ბენეფიციარი ჩაერთო, თუმცა, ეს რიცხვი ბევრად ჩამორჩება მთავრობის თავდაპირველ მოლოდინებს. დღემდე არ არსებობს სრული ინფორმაცია, თუ რა არის მონაწილეთა დაბალი ჩართულობის მიზეზი, ან რა პრინციპით ხდება ვაკანსიების შექმნა. ასევე, უცნობია, თუ რამდენად ეხმარება პროგრამა სოციალურად დაუცველ პირებს შრომის ბაზარზე დამკვიდრებაში.

პროექტი, რომელსაც მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს, მიზნად ისახავს შეისწავლოს, რამდენად ეფექტიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამა სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ დასაქმებას შრომის ბაზარზე; გამოავლინოს მისი ძირითადი ხარვეზები, საჭიროებები და შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - სოციალურად დაუცველთა უფლებებისა და მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; ასევე, გამოავლინოს, ხომ არ ხდება ამ პროგრამისა და მისი ბენეფიციარების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ან რა გავლენას ახდენს ის მუნიციპალიტეტების სერვისებზე.

პროექტი განხორციელდება ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში: რუსთავში, გორში, ნინოწმინდაში, ხარაგაულსა და ოზურგეთში. მუნიციპალიტეტები შერჩეულია ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნება, მთის რეგიონების დასახლებები და დასაქმების სხვა პროგრამების პარალელური მოქმედება.

პროექტი ასევე მოიცავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საკრებულოების ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და დისკუსიის გახსნას მისი გაუმჯობესების საკითხებზე.

მონიტორინგი გამოავლენს პროგრამის რეალურ სურათს, ხოლო ბენეფიციარები მიიღებენ მეტ ინფორმაციას, რა შესაძლებლობები აქვთ მათ სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულების დასაძლევად და შრომის ბაზარზე დასამკვიდრებლად.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

14:49 / 10.12.2024
9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი
კი მისი ოჯახის წევრებს

9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი კი მისი ოჯახის წევრებს

14:13 / 09.12.2024
28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები
იმართება.

28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები იმართება.

18:01 / 08.12.2024
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
00:05 / 08.12.2024
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
18:15 / 02.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.