რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ეკონათურები ტესტირების დროს დაუზიანდათ და კომპანიას დააბრალეს
კომპანია ჩივის, რომ გორის მერიის წარმომადგენლებმა ტესტირების დროს ნიმუშად წარდგენილი ეკონათურები დააზიანეს, რის გამოც, კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს.

საუბარია 67 ათას-ლარიან ტენდერზე, რომლითაც ქალაქში, სკვერებსა და დასასვენებლ სივრცეებში, ახალი ნათურები უნდა დამონტაჟდეს.

კომპანიაში თვლიან, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ან სათანადო სპეციალისტი არ ჰყავს, ან კიდევ გაურკვეველი სახეობის სატესტო მოწყობილობა გააჩნია.

გორის კეთილმოწყობის სააგენტო ადასტურებს, რომ 55 კვტ სიმძლავრის ეკონათურები ტესტირების დროს დაზიანდა, თუმცა სხვა ნიმუშები, 50 კვტ-იანი ნათურები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებსო.

აღნიშნულ არგუმენტს არ ეთანხმება კომპანიის ხელმძღვანელი, რომლის წარმომადგენელი არ ესწრებოდა ტესტირების პროცესს:

,,გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს გარე და დეკორატიული განათების განყოფილების უფროსმა ბ.ნ.-მა დავით გვენეტაძე-მ ვერ მოახერხა მისი გაზომვა, მაშესადამე გაუგებარია, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ნიმუში, რომელიც თავად დააზიანეს და შესაბამისად ვერ მოახერხეს მისი შემოწმება, რატომ არ შეესაბამება სატენდერო პირობებს.""

,,მათი ვატმეტრი არის გაურკვევლი წარმოშობის და არ არის დაკალიბრებული აკრედიტირებული ორგანოს მიერ. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შემოწმების პროცედურებს, რომელიც ჩაატარა გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელმა, არ ესწრებოდა ჩვენი წარმომადგენელი, ვინაიდან ზემოთხსენებული პროცედურების ჩატარების შესახებ არ ვფლობდით არანაირი ინფორმაციას"" - წერია საჩივარში..
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.