რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
ევროკავშირის მხარდაჭერით გორში მარიამ სადაღაშვილისა და ლევან პალიანცის სტუდენტური სტარტაპები დაფინანსდა
ევროკავშირის მხარდაჭერით გორში მარიამ სადაღაშვილისა და ლევან პალიანცის სტუდენტური სტარტაპები დაფინანსდა.

მარიამ სადაღაშვილის კომპანია ,,ნაირჩირი” და ლევან პალიანცის ,,Bubble tea “ მიიღებენ ჯილდოს 2000-2000£ ევროს ოდენობით.

დაჯილდოების ცერემონიალი ბაკურიანში 2025 წლის 1-2 მარტს გაიმართა. ისინი წარდგენილნი იყვნენ, როგორც მომავალი ლიდერები სოციალურ მეწარმეობაში.

,,პროექტში ჩართული ვიყავი სოციალური მეწარმეობის მასწავლებლად, შემდგომ უკვე აქსელერაციის სპეციალისტად, გორში გორის უნივერსიტეტში ტარდებოდა აღნიშნული შეხვედრები 17-24 წლის ახალგაზრდებთან, აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი აქტიურობა გორიდან იყო და 40 ახალგაზრდა გადავამზადეთ, დაიწერა 6 პროექტი, ყველაზე მეტი და საბოლოდ დაფინანსდა 2 პროექტი, საქართველოში მხოლოდ ჩვენს ქალაქში წამოვიდა ორი გრანტი, სხვაგან თითო, სრულიად პროექტში 728 მონაწილედან 15 გამარჯვებულ Შორის დამსახურებულად მიიღეს გრანტი ჩემმა სტუდენტებმა! ვულოცავამ წარმატებას, მიხარია და ამაყი ვარ'' - ამბობს გიორგი ცერაძე.

პროექტი, "აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით", ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, #EU4Youth პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.

ღონისძიებაში, მონაწილეობდნენ საქართველოში შექმნილი სოციალური საწარმოს წარმომადგენელი ახალგაზრდები, აქსელერაციის ექსპერტები და მენტორები, რომლებსაც მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა, გაეუმჯობესებინათ სამეწარმეო უნარები და დაენერგათ ინოვაციური სოციალური ბიზნეს-იდეები.

ღონისძიების პირველი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა ინტერაქტიური აქტივობებითა და მასტერკლასებით. მონაწილეებმა გაიარეს გაცნობითი სესიები და დაესწრნენ ლევან ჭანუყვაძის მასტერკლასს „როგორ მოვხვდეთ Forbes-ის ყდაზე“, სადაც მან მეწარმეობის წარმატების საიდუმლოებები და პრაქტიკული რჩევები გააზიარა. დღის მეორე ნახევარი, ეკა გეგეშიძის ხელმძღვანელობით, ფინანსური ქეისების განხილვას დაეთმო. ახალგაზრდებმა იმუშავეს რეალურ ფინანსურ სცენარებზე, რაც მათ ბიზნესის ფინანსური მდგრადობის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.

ღონისძიების მეორე დღეს, მასტერკლასის ფარგლებში, მარიამ ფარქოსაძემ ისაუბრა თემაზე „სოციალური მედიის როლი ბიზნესში“, რაც ახალგაზრდებს ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედიის გამოყენების სტრატეგიების უკეთ გააზრებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს, მოლაპარაკებების სიმულაციურ თამაშში, სადაც განივითარეს მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარები.

მთავარი ნაწილი მიეძღვნა სოციალური საწარმოების პრეზენტაციების მომზადებასა და წარდგენას, სადაც მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი ინოვაციური სოციალური საწარმოები.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა, სადაც გამოვლინდა ყველაზე პერსპექტიული სოციალური საწარმოები, რომლებიც შემდგომ მხარდაჭერას, საწყის დაფინანსებას და განვითარების შესაძლებლობებს მიიღებენ.

ღონისძიებამ, “მომავალი ლიდერები სოციალურ მეწარმეობაში” კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ახალგაზრდებს აქვთ დიდი პოტენციალი სოციალური მეწარმეობის სფეროში. ისინი მზად არიან, თავიანთი იდეებითა და ინოვაციებით შეცვალონ საზოგადოება უკეთესობისკენ, შექმნან მდგრადი და სოციალური გავლენიანი ბიზნესები და იყვნენ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.