რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კომბინატში სკვერი გაიყიდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი შენობის აშენების მიზნით
გორში, კომბინატის დასახლებაში, სკვერი გაიყიდა, მრავალფუნქციური საცხოვრებელი შენობის აშენების მიზნით.

გორის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო კომპანია ,,კაპიტალ სითი დეველოპმენტმა". აუქციონის პირობების მიხედვით, მშენებელმა ნაძვები უნდა შეინარჩუნოს, ხოლო მოჭრის შემთხვევაში, თითო ხის ნაცვლად, 10 ხე უნდა დარგოს.

2021-23 წლებში, მერიიდან მიღებული წერილის მიხედვით, ნებართვა 12 კორპუსის მშენებლობზე გაიცა. 2024 წელს კი კიდევ 3 ლოკაციაზე გაიცა კორპუსების აშენების ნებართვა. თითო ლოკაციაზე 2 - 3 მრავალსართულიანი შენობის მშენებლობაა გათვალისწინებული. ქალაქის განაშენიანების გეგმა არაა დამტკიცებული, სადაც რეკომენდაციის სახით, მითითებულია, რომ სეისმურად აქტიურ ზონაში 5 - სართულიანი შენობებია მისაღები.

კომუნისტების პერიოდში ქალაქში სულ 33 კორპუსი იყო რესგიტრირებული, ძირითადად, 5 - სართულიანები. გამონაკლისის სახით, 9 - სართულიანი კორპუსები მოგვიანებით დაუშვეს.

კომუნისტების პერიოდში, გორის განაშენიანების გეგმა ძირითადად მორგებული იყო სტალინის მუზეუმზე. მშენებლობები ისე უნდა წარმართულიყო, რომ არ დაჩრდილულიყო საბჭოთა ბელადის სახლი, მისი გამზირი.

2018-20 წლებში მომზადებულ გენგეგმის პროექტში წერია, რომ ახალი მშენებლობების დროს, უნდა იყოს გათვალისწინებული გორისციხის ფაქტორი. შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, საიდანაც კარგად ჩანს გორისციხე. ხოლო ამ ხედვის არეალში არ უნდა განთავსდეს მაღალსართულიანი კორპუსები. ამ პროექტის მიხედვით, უმჯობესია, მუნიციპალიტეტმა აითვისოს ქალაქის გარშემო არსებული აუთვისებელი ტერიტორიები. ეს პროექტი არ დაამტკიცეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი
ხელს უწყობს
უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი ხელს უწყობს
21:09 / 22.09.2026
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026
წლის ზაფხულში კასპის
დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეს განიხილავენ, რომელიც 2026 წლის ზაფხულში კასპის
17:38 / 22.09.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში
დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული
ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთ-ერთ სოფელში დაურეგისტრირებელი დანადგარები და დიდი რაოდენობით გადამუშავებული ხე-ტყე აღმოაჩინა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
12:04 / 22.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების
მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები
სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში,
ჯერჯერობით გაურკვეველია.
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სასწავლო დაწესებულების მასშტაბური განახლება იგეგმება. თუმცა, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას მრავალთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჯერჯერობით გაურკვეველია.
10:50 / 22.09.2026
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული
უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საწარმოს ფილტრებთან დაკავშირებული უზუსტობების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მისცა.
20:27 / 21.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.