რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
მოსახლეობაში დაპირისპირებები გახშირდა მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობისას
კასპის ერთ-ერთ სოფელში, მიწის სპორადული რეგისტრაციის მიზნით,
მოქალაქეს ლობიო და გოგრა გადაუხნეს. დაზარალებული ჩივის, რომ
მოსავალი დის ოჯახმა გაუნადგურა, იმ მიზნით, რომ საჯარო რეესტრის
წარმომადგენლებისთვის მიწის თვითნებურად დაკავების (ხვნის) პროცესი
ეჩვენებინა.
მოსავლის პატრონი აცხადებს, რომ მიწას თვითნებურად თავად ამუშავებს 1992 წლიდან. ხოლო მას შემდეგ, რაც მიწის დაკანონება გადაწყვიტა, ქონების დარეგისტრირებაში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო დის ოჯახი.
,,ვითხოვ, აეკრძალოს მიწის დამუშავება ჩემს დას, ვიდრე არ მოხდება მიწის დარეგისტრირება ჩემ სახელზე'' - აცხადებს მოქალაქე.
საჯარო რეესტრში აღნიშნულ მიწაზე ორი განაცხადია შესული. სახელმწიფომ განმარტა, რომ ვიდრე მიწაზე მესაკუთრის მფლობელის ვინაობაა არაა გარკვეული, იმ პირებს შორის, ვისაც მიწა თვითნებურად აქვს დაკავებული, დავა სამოქალაქო წესით სასამართლოში უნდა გადაწყდეს.
მიწის სპორადულმა უფასო რეგისტრაციამ დაპირისპირება გორშიც გამოიწვია. ერთ-ერთ სოფელში მეზობელმა მეზობელს, საჯარო რეესტრის წარმომადგენლების თანდასწრებით, სცემა. ფიზიკური დაზიანების მიყენების გამო, ბრალდებული 1000 ლარით დააჯარიმეს.
საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა დახმარებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართეს. შეხვედრა 4 მარტს გორის მერიის შენობაში გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ აუცილებელია პროცესში ორმხრივი თანამშრომლობა:
,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე რეგისტრაციის პროცესში საჯარო მოხეელეების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. პროექტის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აქტიურ ორმხრივ თანამშრომლობაზე.'' - აღნიშნულია მერიის მიერ 4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები