რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თამარაშენის საგუშაგოზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი გაასამართლეს
გორში ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც 20 წლის წინ დიდი ლიახვის
ხეობაში მომხდარ ფაქტზე ბრალდებული სამი პირის საქმე განიხილეს.
პროკურორმა ია მეფარიშვილმა გადაწყვეტილება სამივე ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.
ბრალდების მიხედვით, აღნიშნული პირები, 20 წლის წინ, 2004 წელს, თავს დაესხნენ პოლიციის საგუშაგოს, ცეცხლი გაუხსნეს და ცხინვალის მიმართულებით მიიმალნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ბრალდებულებს, 20 წლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, არსებითი განხილვა დაიწყო, რომელიც საბოლოოდ 2025 წლის 18 მარტს დასრულდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა გორის სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განჩინება.
წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ: ცხინვალში მცხოვრები ფ.ე. ასევე, ვლადიკავკაზში მცხოვრები ლ.კ და მ.ბ.
რა მოხდა 2004 წელს? როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ინციდენტი დაიწყო სოფელ აჩაბეთში, ხეითის გადასახვევთან. ერთმანეთს შეეჯახა ორი მანქანა. ბრალდებულები მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. მეორე მანქანის მფლობელების ვინაობა ვერ დაადგინეს თავის დროზე.
ბრალდების მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეებს შორის კამათი დაიწყო. მათ დამშვიდებას ქურთის გამგებელი ნ.ყ ცდილობდა, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. შეტყობინების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ქურთის შს განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ.
ქურთის შს სამმართველოს თანამშრომლების გამოჩენის შემდეგ, პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა მანქანა დაძრეს უკუსვლით. შეეჯახნენ ერთ-ერთ პოლიციელს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო. პიროვნება, რომელსაც მანქანა დაეჯახა, ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. პროკურორი ამტკიცებს, რომ ის შემთხვევით იყო მისული.
ბრალდებულები ცხინვალის მიმართულებით გაემართნენ. პოლიციელები დაედევდნენ ,,უაზით'', თუმცა დევნის მიუხედავად, ,,ვაზ 21-07'' მარკის მანქანამ ცხინვალში შეასწრო.
გარკვეული დროის შემდეგ, პროკურატურის განცხადებით, იგივე მანქანა გამოჩნდა ცხინვალის მხრიდან. მიუახლოვდა საგუშაგოს, საიდანაც ქურთის შს სამმართველოს ,,უაზს'' ცეცხლი გაუხსნეს. არავინ დაშავებულა.
ეს არის ამბავი, რომელიც 20 წლის შემდეგ გაცოცხლდა. იმ დროინდელმა მოწმეებმა, ყოფილმა გამგებელმა და ყოფილმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ აღარც ახსოვთ დეტალები და არც ამოცნობა შეუძლიათ. ამიტომ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო.

ამავე კატეგორიაში

5 ივნისს ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი -
კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 11 წლის
ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გორში კონტროლიორების ხელფასები მთლიანად დამოკიდებული გახდა
ბილეთების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე.

ელჩის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს

ხაშურში 11 წლის ასაკის მოზარდი დღეს დილით სახლში გარდაცვლილი ნახეს,
დედა კი - უგონო მდგომარეობაში.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები