რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თიხის ოსტატი სოფელ ნაბახტევიდან
ხაშურის სოფელ ნაბახტევში მცხოვრები ზურაბ გონგლაძე თითქმის 20 წელია,
რაც თიხის ნაკეთობებს აწარმოებს. „ქართული სუვენირების“ სახელწოდებით,
ეკოლოგიურად სუფთა თიხისგან დამზადებული სასმისები: ყანწი, ფიალა,
ქვევრი, ორშიმო, დოქი, საწნახელი, ხანჯალი უკვე ქართულ ბაზარზე
საკმაოდ ცნობილია და საზღვარგარეთაც იგზავნება.
ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ აქ გამრჯე, ოქროსხელება ადამიანები ცხოვრობენ. მასპინძლებმა ჯერ მამაპაპეული მარანი დაგვათვალიერებინეს, რომელიც ზურას მიერ არის განახლებული და წარმოდგენას გიქმნის იმ ღირსეულ წინაპრებზე, რომელთაც ასევე ღირსეული შთამომავალი დატოვეს.
ვინაიდან მამა, ამირან გონგლაძე, ახალგაზრდა გარდაიცვალა, დედას და შემდეგ ვაჟიშვილს მოუწიათ ოჯახის ტვირთის ზიდვა და დებზე ზრუნვა.
გულდასმით ვათვალიერებთ თიხის საწარმოს, რომელიც მთლიანად ოსტატის ხელითაა შექმნილი, მხოლოდ საკუთარი ხარჯებით და არანაირი გრანტით. რომ აღარაფერი ვთქვათ გემოვნებასა და ნიჭიერებაზე, ჩვენი მასპინძელი განათლებული, საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი აღმოჩნდა. პროფესიით მხატვარია. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. წლების განმავლობაში ხატავდა. მისივე ხელით შექმნილი ჩარჩოებიდან საკმაოდ საინტერესო პეიზაჟები გვიმზერენ. მოგვიანებით თიხის წარმოებით დაინტერესდა. თვითონ შექმნა ყველა დანადგარი, ღუმელი, გამწოვი. ყალიბებსაც საკუთარი ორნამენტებით ამზადებს. პირველ საამქროში თიხის დამუშავება მიმდინარეობს, ყალიბებში ისხმება, შრება და გამოსაწვავად მზადდება. მეორე სახელოსნოში ვინაცვლებთ, სადაც თიხის მოხატვა ხდება. ამ საქმით ძირითადად მეუღლეა დაკავებული. ნინო ლურსმანაშვილი წარმოშობით ქუთაისიდანაა, დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი. ბედმა მომავალ მეუღლეს დააკავშირა და სამ შვილს უზრდის მამულს, ტრადიციული ღირებულებების პატივისცემით. მეგობარიც არის, მრჩეველიც. და კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ყველა ძლიერი მამაკაცის ზურგსუკან ძლიერი ქალი დგას.
მესამე სახელოსნოში ხის სადგამები და საკიდები მზადდება. სავაჭრო სახე მიეცემა მზად არის სადისტრიბუციოდ. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, 200-მდე მაღაზიაში, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში, სადაც სპეციალური სდენდებიც კი აქვს დათმობილი „ქართული სუვენირების“ პროდუქციას. დანარჩენი ოჯახის წევრებიც მეტ-ნაკლებად არიან ჩართულები ოჯახურ მეურნეობაში, ვინაიდან უფროსები სტუდენტები არიან, უმცროსი გიორგი ბეჯითად ცდილობს, მშობლებს დაეხმაროს, ჩუქურთმების გამოყვანას სწავლობს.
წარმოებისთვის ქსნის თიხას იყენებენ, თუმცა ალშიც გვქონია უნიკალური თიხის საბადო, სადაც აგურს, კრამიტს, თონეებს, დოქებს, კეცებს და სხვა ჭურჭელს ამზადებდნენ. სწორედ ალის თიხის აგურით შენდებოდა სახლები. დღესდღეობით ეს ხელობა მივიწყებულია, თუმცა შემორჩა ერთი-ორი ოჯახი, კარგი იქნება, თუ ვინმე ჩაუდგება ამ საქმეს სათავეში და ძველ ტრადიციულ რეწვას ააღორძინებს. თავად უდიდესი სურვილი აქვს, ახალგაზრდებს ეს ხელობა შეაყვაროს და შეასწავლოს. მზადაა კიდეც დაასაქმოს.
საწარმოს მუშაობაში ზურას დებიც არინ ჩართულები და ვინაიდან საოჯახოა, ამითაცაა გამორჩეული. აქ იკერება ბოთლის შესამოსი პატარა და მინიატურული ჩოხები, რადგან ბაზარმა ამის საჭიროება მოითხოვა, ჩოხების კერვა ზურას უმცროსმა დამ შეისწავლა და თავისი ხაზი აქვს.
დღეს, როცა ბაზარი გაჯერებულია იმპორტული საქონლით, ზურას ნაწარმი უკონკურენტოა. რომ არა სამშობლოს და მშობლიური ფუძის სიყვარული, ყველგან წავიდოდა. ცოდნის გარდა, არაფრის წაღება არ დაჭირდებოდა, საკუთარი ხელობით სხვაგან უკეთესი შემოსავალი ექნებოდა, მაგრამ სამშობლოში დარჩენა არჩია.
ალბათ ყველას გახსოვთ სიტყვები კარგად ცნობილი ძველი ქართული ფილმიდან: „გესმის, ბიჭო, მღერის, თიხა მღერის“. დიახ, ათვალიერებ თაროზე გამწკრივებულ ულამაზეს ნაკეთობებს და რწმუნდები, რომ ასეთ უჩინარ გმირებზე დგას ქვეყანის სიძლიერე. მართლა გრძნობ, როგორ მღერის თიხა ნიჭიერი ოსტატის ხელში.

ამავე კატეგორიაში

გორის "დილამ" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე
მატჩიც მოიგო

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები