რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
კომპანია ურბან რეგიონის პროექტი ,,პანორამა გორი” [R]
კომპანია ურბან რეგიონი - ქალაქ გორში ახორციელებს დეველოპერულ საქმიანობას. მისი მიმდინარე პროექტია ,,პანორამა გორი“ რომელიც დაიწყო 2024 წლის დეკემბერში და სრულდება 2027 წლის ივლისში. პროექტი მოიცავს 9 სართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს, სადაც განთავსებულია 84 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი. მშენებლობა დაწყების დღიდან ინტენსიურად მიმდინარეობს შეფერხების გარეშე, ამ ეტაპზე ვასრულებთ ბოლო მე-9 სართულის გადახურვის ფილის არმირების სამუშაოებს.



გარემო სივრცე, რეკრეაცია - საცხოვრებელი კორპუსი განთავსებულია 3100 კვ.მ ტერიტორიაზე, საიდანაც 2300 კვ.მ დათმობილი აქვს რეკრეაციულ ზონასა და 55 უფასო ავტოსადგომს. პროექტი მოიცავს ასევე საცხოვრებელი კორპუსის მინუს სართულზე 15 დახურულ ავტოსადგომს. საერთო ჯამში ავტოსადგომები აკმაყოფილებს მაცხოვრებელთა 85%, რაც დღევანდელ მოცემულობაში მნიშვნელოვანი და აქტუალურია.



მდებარეობა
- პანორამა გორი მდებარეობს ქალაქ გორში ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციაზე. გორი მოლიდან 200 მეტრში, მდინარე მეჯუდას მარჯვენა სანაპიროზე. საცხოვრებელი ბინებიდან იშლება ხედები ქალაქის ცენტრზე, გორის ციხეზე, გორიჯვარზე, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონზე, რაც მის მიმზიდველობას საკმაოდ ზრდის.



ხარისხი - კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სამშენებლო მასალების ხარისხი. ამ მიზნით ძირითადი სამშენებლო მასალები მოწმდება აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ, რაც უზრუნველყოფს მის ხარისხსა და გამძლეობას.



ენერგოეფექტურობა - ჩვენ ასევე ვიზრუნეთ რომ საცხოვრებელი კორპუსი იყოს თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ენერგოეფექტური. საცხოვრებელ კორპუსში ჩაყენებული იქნება მაღალი ხარისხის ხუთკამერიანი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ხოლო ფასადზე გამოყენებული იქნება დათბუნების საშუალებები, რაც მის ენეგოეფუქტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის, ხოლო ეს ყველაფერი მომავალში აისახება ჩვენი მობინადრეების შედარებით შემცირებულ კომუნალურ გადასახადებში.



გაყიდვები - ქალაქ გორის მასშტაბებიდან გამომდინარე ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა რომ ურბან რეგიონი დიდი ხნის შემოსული არ არის დეველოპერულ ბიზნესში, ჩვენ უკვე მოვიპოვეთ ნდობა დაინტერესებულ მყიდველებში, ჩვენი გამორჩეული მიდგომებით და უპირატესობებით, ეს კი პირდაპირ აისახება გაყიდვების მაჩვენებელზე. ამ ეტაპზე პროექტში რეალიზებულია ბინების 75 % პროცენტი, რაც კარგი მაჩვენებელია.



პროექტ ,,პანორამა გორში“ ბინების შემძენთა უმრავლესობა გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. თბილისისა და ბათუმისგან განსხვავებით, სხვა რეგიონის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ არიან დაინტერესებულები ქალაქ გორში უძრავი ქონების შეძენით, ესეც ერთგვარი თავისებურებაა. გაყიდული ბინების 35 % ძირითადად ევროპის კავშირის ქვეყნებში, აშშ-ში და ისრაელში ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შეძენილი. ასევე ჩვენი ინფორმაციით ემგრანტების მიერ შეძენების ანალოგიური მაჩვენებელია სხვა დეველოპერულ პროექტებში.

პროექტ ,,პანორამა გორში“ ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფასი მერყეობს 760 $ დან 900 $ მდე, კონდიციისა და გადახდის პირობების მიხედვით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს, 7 ნოემბერს, სპექტაკლ
„მუსუსის“ პრემიერა გაიმართება. წინასაპრემიერო ჩვენებას სპეციალურად
დაესწრო ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს, 7 ნოემბერს, სპექტაკლ „მუსუსის“ პრემიერა გაიმართება. წინასაპრემიერო ჩვენებას სპეციალურად დაესწრო ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.
12:28 / 07.11.2026
პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური
ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროს მიმდინარე თვეს დატოვებს. 2024
წლის 25 ნოემბერს დაკავებული გიგაური აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული
მომავლისთვის ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს.
პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროს მიმდინარე თვეს დატოვებს. 2024 წლის 25 ნოემბერს დაკავებული გიგაური აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს.
10:06 / 07.11.2026
ქარელის შესასვლელში საწყობში შესვლისას ტრაილერი თხრილში ჩავარდა,
რის გამოც მთავარი მაგისტრალი დროებით გადაიკეტა. შსს-ს ცნობით,
სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
ქარელის შესასვლელში საწყობში შესვლისას ტრაილერი თხრილში ჩავარდა, რის გამოც მთავარი მაგისტრალი დროებით გადაიკეტა. შსს-ს ცნობით, სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
14:55 / 06.11.2026
გორში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისა და უეფას IV კატეგორიის
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეკონომიკის
სამინისტრომ შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული 2 098 კვ.მ
მიწისა და მასზე განთავსებული ობიექტების ექსპროპრიაციის
გადაწყვეტილება მიიღო.
გორში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისა და უეფას IV კატეგორიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული 2 098 კვ.მ მიწისა და მასზე განთავსებული ობიექტების ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო.
13:41 / 06.11.2026
გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული
ქალი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოძიებას 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აგრძელებს.
გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აგრძელებს.
12:30 / 06.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.