რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ბილტმორს" აეკრძალა ქვიშა-ხრეშის უნებართვოდ გატანა
ხაშურის სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატ ირინა ფერაძის განცხადება. მოსამართლე ხატია ბერიკაშვილის განჩინებით, შპს „ბილტმორს“ აეკრძალა სხვის საკუთრებაში არსებული კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა და მისი გასხვისება. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 7 მაისს გამოცხადდა, ხოლო დასაბუთებული განჩინება ადვოკატმა 7 ივნისს ჩაიბარა.

ირინა ფერაძე ინდმეწარმე ნიკოლოზ კილაბერიძის ინტერესებს იცავს. განჩინების მიხედვით, კარიერის ლიცენზია კილაბერიძეებმა 2023 წელს მოიპოვეს, თუმცა ადვოკატის მიერ გადაღებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ აღნიშნული კარიერიდან ქვიშა-ხრეში სისტემატურად გაჰქონდა შპს „ბილტმორს“.

ფერაძე არაერთხელ ცდილობდა პროცესის შეჩერებას და პოლიციას მიმართავდა, თუმცა სამართალდამცველები შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ადვოკატი სატვირთო ავტომობილებს წინ გადაუდგა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები არ შეაჩერეს, რის შედეგადაც საფრთხე შეექმნა ადვოკატის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

შპს „ბილტმორი“ შიდა ქართლში, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში, არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის შემსრულებელია. გავრცელებული ვიდეომასალების მიხედვით, კომპანიის წარმომადგენლებს კილაბერიძეების კარიერიდან ქვიშა-ხრეში შესაბამისი ნებართვის გარეშე გაჰქონდათ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითნებობის მუხლით დაიწყო.

ვიდეოჩანაწერებში კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნული კარიერიდან მასალის გატანას ვერ შეძლებს, ტენდერით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს და დამკვეთი, ხაშურის მერია დააჯარიმებს.

სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია წიაღისეულის გატანის პროცესის შეჩერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება.

ამასთან, წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან დაკავშირებით მხარეებს ცალკე სამართლებრივი დავაც აქვთ. განჩინების თანახმად, თუ საბოლოო გადაწყვეტილება კილაბერიძეების საწინააღმდეგოდ იქნება მიღებული, ზიანის ანაზღაურება შესაძლოა მათ დაეკისროთ.

ირინა ფერაძის განცხადებით კი, სასამართლოში საბოლოო გამარჯვების მოლოდინი აქვს:

„წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვება გველის. სამართლიანობა და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს“, — აცხადებს ირინა ფერაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.