რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
უხარისხო ხორცი ქარელის საბავშვო ბაღებში
ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო
აღმოჩნდა. ამის გამო, საბავშვო ბაღებში ხორცის შეტანა შეწყდა.
სასწავლო პროცესი კი 15 ივლისამდე გრძელდება.
როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს ,,ქართული
ხორც-პროდუქტების ფერმის'' დირექტორმა ბესიკ კახიძემ ,,ქართლის
ამბებს'' უთხრა, ხორცის მიწოდების კუთხით კომპანიას გამოცდილება არ
ჰქონდა, შესაბამისად აღმოჩდნენ მძიმე სიტუაციაში:
,,ჩვენმა კომპანიამ ისე გაიმარჯვა ტენდერში, გამოცდილება
არ გვქონდა. გამოცდილება ჰქონდა ჩემს მეწილეს, რომელსაც მანამდე სხვა
კომპანია ჰქონდა და იმით ახორციელებდა ხორცის
მიწოდებას''
,,ახლა მას ტელეფონი გამორთული აქვს და ვერც კი
ვუკავშირდება. დიდ შარში გამხვია. უნდა გამიგოთ თქვენც. წარმოიდგინეთ
კარგი ხორცი 28 ლარი ღირს. თანაც ბავშვებს რბილი ხორცი უნდა მიუტანო.
როგორც ჩანს, ჩემი მეწილე იაფად ყიდულობდა სადღაც მაგარ ხორცს და ის
მიჰქონდა''
,,ტენდერში გამარჯვების დროს გამოცდილება არ იყო
მითითებული, ისე გავიმარჯვეთ. მე ჩემს მეწილის გამოცდილებას ვენდე,
მაგრამ რა მოხდა ზუსტად და როგორ მოხდა, დეტალებს ვერ ვიგებ. ვერ
ვუკავშირდები. მე ბათუმში ვარ და ის მუშაობდა მანდ.''
,,დამიკავშირდნენ ქარელის საბავშვო ბაღებიდან და მითხრეს,
ხორცი არ ვარგაო და ხელშეკრულება უნდა შევწყვიტოთო. ალბათ, ჯარიმებსაც
დამაკისრებენ. როგორც ასეთი ვინმე მოწამლულიყო ამ ხორცით ან მსგავსი
არ მომხდარა, ამას როგორ დავუშვებდით. უბრალოდ, საბავშვო ბაღში უნდა
იყოს შეტანილი რბილი ხორცი'' - გვითხრა ბესიკ კახიძემ, კომპანიის
დირექტორმა.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის
მიხედვით, საბავშვო ბაღების გაერთიანებამ კომპანიასთან ხელშეკრულება
2025 წლის დეკემბერში გააფორმა. ღირებულება ჯამში 173 000 ლარი.
დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიას ბაღებისთვის მიწოდებული აქვს 76
673 ლარის ღირებულების ხორცი.
ქარელის მერია ახალ კომპანიას ეძებს.
ამავე კატეგორიაში
ბრალდებულების ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ არსებობს
რეალური მიზეზები, თუ რატომ არ მოახდინეს მის საჩივარზე რეაგირება და
რატომ მიიყვანეს საქმე მკვლელობამდე.
ვლადიკავკაზში გამართული ქართულ-ოსური ქორწილი პოლიტიკური
სკანდალის მიზეზი გახდა.
გორის კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები
ქირავდება.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა 4 წელია
ექიმის ვაკანსიას აცხადებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, გარსევანიშვილების ოჯახში
ხანძარი გაჩნდა. დაიწვა საცხოვრებელი სახლი.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები