რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ვეზირიშვილების სასახლის დემონტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვეზირიშვილების სასახლის ამჟამინდელი მდგომარეობა მოსწავლეებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ავტორიზაციის საბჭოს წევრებს განუცხადეს, რომლებიც სკოლის ინფრასტრუქტურას უსაფრთხოების კუთხით ამოწმებდნენ.

როგორც ავტორიზაციის საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, სკოლა წლებია ითხოვს, გადაწყდეს ვეზირიშვილების სასახლის ბედი — ჩაუტარდეს რეაბილიტაცია ან მოხდეს მისი დემონტაჟი. საბჭოს შეფასებით, საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შენობა სკოლასთან და მოსწავლეთა ყოველდღიური გადაადგილების სივრცესთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

დასკვნის მიხედვით, ჯერ კიდევ 2017 წლიდან სკოლამ დაიწყო მის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „ვეზირიშვილების სასახლის“ დემონტაჟთან დაკავშირებული პროცედურები. თუმცა, ვინაიდან სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, როგორც რეაბილიტაციის, ისე დემონტაჟის მიმართულებით არსებული პროცედურები გართულებულია.

სკოლამ შესაბამის უწყებებს მიმართვები 2023, 2024 და 2025 წლებშიც გაუგზავნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში შენობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა — ჩაინგრა სახურავი, ჩამოიშალა წინა ფასადი და დაზიანებები გაიზარდა.

ბოლო წერილით, 2025 წლის 28 მაისს (MES 0 25 0000588368), სკოლამ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიმართა „ვეზირიშვილების სასახლის“ სკოლის ეზოსგან იზოლირების მოთხოვნით.

,,ქართლის ამბები" დაუკავშირდა სკოლის ადმინისტრაციას, სადაც განაცხადეს, რომ ვითარება არ შეცვლილა. ხაშურის რესურსცენტრის ოფიციალურ საკონტაქტო ნომერზე კი არ გვპასუხობენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის გადმოსახედზე სკვერი მოეწყობა.
კასპის გადმოსახედზე სკვერი მოეწყობა.
15:16 / 21.06.2026
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის
ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის
ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება ზოგადი საანესთეზიო საშუალება
13:40 / 21.06.2026
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი
წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.
22:33 / 20.06.2026
მოქალაქეთა ნაწილი ჩივის, რომ მანქანით ვერ ადიან, რიგში დგომა უწევთ
და ტერიტორიის სწრაფად დატოვებას სთხოვენ.
მოქალაქეთა ნაწილი ჩივის, რომ მანქანით ვერ ადიან, რიგში დგომა უწევთ და ტერიტორიის სწრაფად დატოვებას სთხოვენ.
17:43 / 20.06.2026
ლელა გურგენაშვილი გორის ბაზრიდან წაყვანილ ორ ძაღლს
ეძებს.
ლელა გურგენაშვილი გორის ბაზრიდან წაყვანილ ორ ძაღლს ეძებს.
17:00 / 20.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.