რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
როგორ გავაძლიეროთ მცენარის ფესვთა სისტემა „აეგის სიმ ირიგას“ დახმარებით
ხარისხიანი და მაღალი მოსავლის საფუძველი მცენარის ძლიერ ფესვთა სისტემაშია. ფესვები განაპირობებს მის ჯანსაღ და თანაბარ ზრდა-განვითარებას, რადგან მათზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად აითვისებს მცენარე წყალსა და საკვებ ნივთიერებებს.

Atens-ის ბიოლოგიური პრეპარატი „აეგის სიმ ირიგა“ სწორედ ფესვთა სისტემის გაძლიერებასა და განვითარებას უზრუნველყოფს, რაც მთავარია, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ Atens მიკრობიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანიაა, რომელიც მოსავლიანობისა და ნაყოფის ხარისხის გასაუმჯობესებლად ბიოლოგიურ გადაწყვეტებს ქმნის.

„აეგის სიმ ირიგა“ სპეციალიზებულ სათბურებში In Vivo მეთოდით იწარმოება, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის სიცოცხლისუნარიანობასა და ხარისხს. მიკორიზული სოკოების ბაზაზე დამზადებული პროდუქტის „აეგის სიმ ირიგას“ უპირატესობაც წარმოების მეთოდშია – სწორედ ეს განაპირობებს პროდუქტშიც არსებული სპორების მაღალ კონცენტრაციასა და სტაბილურ ეფექტს.

რა არის „აეგის სიმ ირიგა“ და როგორ მოქმედებს?

„აეგის სიმ ირიგა“ მიკორიზული სოკოების ბაზაზე დამზადებული ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც მცენარის ფესვებთან ბუნებრივ სიმბიოზს ქმნის და მათ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

პროდუქტში არსებული მიკორიზული სოკოები ფესვზე კოლონიზდება და მცენარესთან სასარგებლო კავშირს ამყარებს. ვითარდება ფუნჯა ფესვები, რომლებიც მცენარისთვის საკვები ნივთიერებებისა და წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მიკორიზული ქსელის დახმარებით ფესვების მიერ შეწოვის ზედაპირი 1000-ჯერ იზრდება.

საბოლოო ჯამში, „აეგის სიმ ირიგას“ დახმარებით:

- ძლიერდება მცენარის ფესვთა სისტემა. ძლიერი ფესვი კი ნიშნავს უფრო სტაბილურ ზრდას, უკეთეს კვებას და სტრესის მიმართ მეტ გამძლეობას.
- მცირდება გადარგვის შემდგომი შოკი, რაც ამარტივებს მცენარის ახალ გარემოში ადაპტაციას.
- იზრდება გვალვის, მარილიანობისა და ფესვთა პათოგენების მიმართ ტოლერანტობა.
- უმჯობესდება ნაყოფის ორგანოლეპტიკური ხარისხი და ვიზუალური მხარე.

„აეგის სიმ ირიგა“ და მდგრადი აგრომეურნეობა

მდგრადი სოფლის მეურნეობა გულისხმობს ისეთ წარმოებას, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ მოსავლის ხარისხისა და მოცულობის გაზრდაზე, არამედ ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე. შესაბამისად, „აეგის სიმ ირიგა“ და მსგავსი ბიოლოგიური პრეპარატები უბრალოდ დამატებით საშუალებებად კი აღარ განიხილება, არამედ ისინი აგროპროცესების აუცილებელ ნაწილად იქცა.

მდგრად აგრომეურნეობაში მიკორიზული სოკოები განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება, რადგან ისინი ბუნებრივ სიმბიოზს ქმნის მცენარის ფესვებთან. ამგვარი ურთიერთობისგან სარგებელს ორივე მხარე იღებს – მცენარე სოკოს ორგანული ნივთიერებებით ამარაგებს, სოკო კი მცენარეს წყლისა და საკვები ელემენტების მოპოვებაში ეხმარება. გარდა ამისა, მიკორიზა ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და სასარგებლო მიკროორგანიზმების განვითარებას.

„აეგის სიმ ირიგასა“ და Atens-ის სხვა პროდუქტების შესაძენად ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს. დამატებითი აგრო-კონსულტაციისთვის კი დაუკავშირდით კომპანიის სპეციალისტებს ნომერზე +995 322 500 900.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და მძღოლები შემოვლითი გზებით
მოძრაობენ.
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და მძღოლები შემოვლითი გზებით მოძრაობენ.
17:15 / 15.08.2026
ფეისბუქ გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს
ფეისბუქ გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ვიდეოს აქვეყნებს
14:43 / 15.08.2026
ლენინგორის სოფელ კორინთასთან გზის პირას აღმოჩენილ სამარხებზე რუსული
და დე-ფაქტო ინსტიტუტების არქეოლოგები კვლევებს აწარმოებენ.
ლენინგორის სოფელ კორინთასთან გზის პირას აღმოჩენილ სამარხებზე რუსული და დე-ფაქტო ინსტიტუტების არქეოლოგები კვლევებს აწარმოებენ.
12:24 / 15.08.2026
სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ ცრუ განგაშის გამო
მეხანძრეები გამოიძახეს, ხანძრის კვალი არ აღმოჩენილა.
სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ ცრუ განგაშის გამო მეხანძრეები გამოიძახეს, ხანძრის კვალი არ აღმოჩენილა.
18:10 / 14.08.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 8 თვის წინ ცხენით ტყეში
დაკავებული ხაშურელი გიორგი ხარაიშვილი გაათავისუფლა და საქართველოს
შსს-ს გადასცა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 8 თვის წინ ცხენით ტყეში დაკავებული ხაშურელი გიორგი ხარაიშვილი გაათავისუფლა და საქართველოს შსს-ს გადასცა.
17:33 / 14.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.