რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში სტადიონის შესაკეთებლად სპეციალისტს ვერ პოულობენ
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
ამ საკითხზე გორის მერიას კომპანია „პერფორმერთან“ დავა
მოუვიდა. საუბარია გორის „ქართლის“ სტადიონზე, სადაც სარეაბილიტაციო
სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის შემოღობვა, ტრიბუნების
გამოცვლა და გარეგანათების მოწყობა.
მერიის
განმარტებით, ყოფილი ,,გეპეის" და ამჟამად სტუ-ს მშენებლობის
ფაკულტეტის კურსდამთავრებული სტადიონს ვერ შემოღობავს, გარეგანათებას
ვერ დაამონტაჟებს და ტრიბუნებს ვერ გამოცვლის. სწორედ, ეს მოთხოვნებია
დაყენებული ,,ქართლის" სტადიონისთვის.
როგორ სპეციალისტს
ითხოვს გორის მერია? ტენდერში მერიამ ერთ-ერთ საკვალიფიკაციო
მოთხოვნად მიუთითა, რომ კომპანიას უნდა ჰყოლოდა სამრეწველო და
სამოქალაქო მშენებლობის სფეროში საინჟინრო განათლების მქონე
სპეციალისტი, სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილებით.
კომპანია
„პერფორმერმა“ აღნიშნულ სპეციალისტად წარადგინა ოდალი გოდერძიშვილი,
რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის ბაკალავრის
ხარისხი აქვს. თუმცა, მისი სპეციალიზაცია „ხიდები და სატრანსპორტო
გვირაბებია“.
„პერფორმერმა“ განმარტა, რომ სპეციალისტს მშენებლობის
ბაკალავრის ხარისხი აქვს და მერიას მისი კვალიფიკაცია უფრო დეტალურად
უნდა შეესწავლა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში,
უნივერსიტეტისთვის მიემართა.
სტუ-ს მშენებლობის
ბაკალავრის ხარისხზე იმჯელეს დავების საბჭოში, სადაც მერის პოზიცია
გაიზიარეს და მიიჩნიეს, რომ „ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების“
მიმართულება ავტომატურად არ ნიშნავს სამრეწველო და სამოქალაქო
მშენებლობის შესაბამის კვალიფიკაციას.
საბჭოს შეფასებით,
რადგან შესყიდვის საგანი სტადიონის რეაბილიტაცია იყო, კომპანიას
სწორედ ამ ობიექტის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი უნდა
წარმოედგინა.
ასეთი სპეციალისტი
მერიამ ჯერ ვერ იპოვა. ტენდერში დისკვალიფიცირებულია უკვე 3
კომპანია.
ამავე კატეგორიაში
თეატრმცოდნე ნინო გაბედავას შეფასებით, წარმოდგენა რუსეთის ნამდვილ
სახესა და ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას ასახავს. სპექტაკლი
მოგვითხრობს გალაკტიონ ხოსოლიანის ამაო ბრძოლაზე მეზობლის ღორებისა და
უსამართლობის წინააღმდეგ.
გორსა და მიმდებარე სოფელში ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში
მართვისთვის ორი მძღოლი დააკავეს. ორივე მათგანი აღნიშნულ
სამართალდარღვევაში განმეორებით არის მხილებული. სასამართლომ
დამრღვევებს 5-დღიანი პატიმრობა, 2 000-ლარიანი ჯარიმა და მართვის
უფლების 1 წლით ჩამორთმევა განუსაზღვრა.
გორი-კარალეთის გზაზე, ავტობანის ხიდთან, ლოდებით დატვირთული სატვირთო
ავტომობილი გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ორთაშენიდან გორისკენ
მიმავალმა სატვირთომ მოხვევისას წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.
მამაკაცი, რომელიც ესპანეთიდან დეპორტაციის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა, შემოსავლის მიღების მიზნით ტაქსაობდა. მოსამართლემ დამრღვევს ფულადი ჯარიმა დააკისრა და ავტომობილის მართვა აუკრძალა.
მიზეზი თანამშრომლებს შორის სამუშაო ოთახის გამო მომხდარი კამათი
გახდა, რითაც სპეციალური კომისიის დასკვნით, ორივე მათგანმა
შინაგანაწესი დაარღვია. სააგენტოს ხელმძღვანელი მედიის ზარებს არ
პასუხობს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები