რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გორის ქუჩებში გზების დახაზვა დაიწყო

გორის ქუჩებში ქვეითთა გადასასვლელებისა და საპარკინგე ადგილების დახაზვა დაიწყო. სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს.

ახალი მონიშვნები, სატენდერო პირობების მიხედვით, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

ახლა მუნიციპალიტეტი ქვეითთა გადასასვლელებისა და საპარკინგე ადგილების ხელახლა მონიშვნაზე 550 ათას ლარს დახარჯავს. სამუშაოებს შპს ,,ელიტ ტექნოლოჯი" ასრულებს.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. ტენდერის საწყისი ღირებულება 750 ათასი ლარი იყო, თუმცა „ელიტ ტექნოლოჯიმ“ შეთავაზებული ფასი თითქმის 20 პროცენტით შეამცირა და საბოლოოდ 550 ათასი ლარით გაიმარჯვა.

საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ 2024 წელს, ყოფილი მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში დახაზული ქვეითთა გადასასვლელების დიდი ნაწილი დღეს თითქმის სრულად არის წაშლილი.

2024 წელს გორში ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოები შპს „გზაჯვარედინმა“ 150 ათას ლარად შეასრულა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სამუშაოების ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი 2024 წლის დეკემბერში გაფორმდა. შესრულებულ სამუშაოებზე ერთწლიანი საგარანტიო ვადა ვრცელდებოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და მძღოლები შემოვლითი გზებით
მოძრაობენ.
ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და მძღოლები შემოვლითი გზებით მოძრაობენ.
17:15 / 15.08.2026
ფეისბუქ გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს
ფეისბუქ გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ვიდეოს აქვეყნებს
14:43 / 15.08.2026
ლენინგორის სოფელ კორინთასთან გზის პირას აღმოჩენილ სამარხებზე რუსული
და დე-ფაქტო ინსტიტუტების არქეოლოგები კვლევებს აწარმოებენ.
ლენინგორის სოფელ კორინთასთან გზის პირას აღმოჩენილ სამარხებზე რუსული და დე-ფაქტო ინსტიტუტების არქეოლოგები კვლევებს აწარმოებენ.
12:24 / 15.08.2026
სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ ცრუ განგაშის გამო
მეხანძრეები გამოიძახეს, ხანძრის კვალი არ აღმოჩენილა.
სამეფო ქუჩაზე მდებარე ყოფილ სასტუმრო „ქართლთან“ ცრუ განგაშის გამო მეხანძრეები გამოიძახეს, ხანძრის კვალი არ აღმოჩენილა.
18:10 / 14.08.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 8 თვის წინ ცხენით ტყეში
დაკავებული ხაშურელი გიორგი ხარაიშვილი გაათავისუფლა და საქართველოს
შსს-ს გადასცა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 8 თვის წინ ცხენით ტყეში დაკავებული ხაშურელი გიორგი ხარაიშვილი გაათავისუფლა და საქართველოს შსს-ს გადასცა.
17:33 / 14.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.